კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს
31-10-2017, 19:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს.

 


მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მისცა ხმა, პუჩდემონი ბრიუსელში, რამდენიმე კოლეგასთან ერთად საჯაროდ სამშაბათს გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი არ ცდილობს გაექცეს სამართალს, მაგრამ სურს შეძლოს თავისუფლად ისაუბროს.

 


მან პრესკონფერენციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ლიდერობით გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა.

 


პუჩდემონმა ასევე თქვა, რომ იგი 21 დეკემბრის კატალონიის ვადამდელი არჩევნების შედეგებს მიიღებს.

 


„მე მსურს მკაფიო ვალდებულება სახელმწიფოსაგან. პატივს სცემს სახელმწიფო შედეგებს, რომელმაც შესაძლოა მისცეს სეპარატისტულ ძალებს უმრავლესობა?“ ჰკითხა პუჩდემონმა ჟურნალისტებს.

 


კატალონიის გადაყენებულ ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი ხანი დარჩება ბელგიაში, მაგრამ განაცხადა, რომ იგი დაბრუნდება მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობა „გარანტიებს“ მისცემს.

 


მან თქვა, რომ ესპანეთის მთავარი პროკურორის ნაბიჯებმა, ბრალი წაუყენოს მას და კაბინეტის სხვა წევრებს იმ მუხლებით, რომელიც 30-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, აჩვენა ცენტრალური ხელისუფლების აგრესიის მოცულობა.

 

 

კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის ბელგიაში ყოფნის ამბავი თავდაპირველად მისმა დაქირავებულმა ადვოკატმა, პოლ ბაკერტმა გაახმაურა. მან აღნიშნა, რომ იგი მიმალვას არ აპირებს, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პუჩდემონმა შესაძლოა, თავშესაფრის მიღება მოითხოვოს.

 


როგორც BBC იუწყება, ესპანეთის მთავარმა პროკურორმა პუჩდემონისა და კატალონიის უკანონო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მომწყობი სხვა ორგანიზატორების მიმართ აჯანყების ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოწოდება გააკეთა.

 


მას შემდეგ რაც 27 ოქტომბერს რეგიონის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას უყარა კენჭი, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა და კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა დააწესა; 150-ამდე დათხოვნილი ოფიციალური პირები შეცვალა; კატალონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე კი, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება, რეგიონის დროებით მმართველად პრემიერ მინისტრ მარიანო რახოის მოადგილე დანიშნა.

 


ბაკერტმა პუჩდემონის ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ყოფნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომენტარი მედიისთვის გააკეთა.

 


„მას იქ ყოფნის სრული უფლება აქვს, ამ დროისთვის მის წინააღმდეგ არავითარ ქმედებას არ აქვს ადგილი“, უთხრა მან ფლამინდიურ რადიოს. შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა პუჩდემონი ბელგიისთვის თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვას, ადვოკატმა უპასუხა: „ჩვენ ყველა არჩევანს განვიხილავთ - არაფერია გადაწყვეტილი“.

 


ბელგიის იმიგრაციის მინისტრმა, თეო ფრანკენმა უქმეებზე განაცხადა, რომ თავშესაფრის აპლიკაცია „არ არის არარეალისტური“, მაგრამ პრემიერ მინისტრმა, ჩარლზ მიშელმა მოგვიანებით თქვა, რომ ეს საკითხი „აბსოლუტურად არ დგას დღის წესრიგში“.

 


ფრანკენმა, რომელიც სეპარატისტული ფლამინდიური ალიანსის პარტიის (N-VA) წევრია, გასულ კვირას განაცხადა, რომ კატალონიის მინისტრებს შეუძლიათ ბელგიას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართონ და დააამტა, რომ მას აქვს ეჭვები იმის შესახებ, რომ პუჩდემონის და სხვების მიმართ ესპანეთში სამართლიანი სასამართლო პროცესი გაიმართოს.

 


როგორც BBC იუწყება, ბელგიაში პოლიტიკური კომენტატორები ვარაუდებს გამოთქვამდნენ, რომ ფრანკენის ადრინდელი კომენტარები შესაძლოა აღქმული იყოს კატალონიის პარლამენტის ყოფილი წევრების დაპატიჟებად ბელგიაში იმისათვის, რომ იქ მათ თავშესაფრის მიღება მოითხოვონ.

 


ესპანური მედიის ცნობით, პუჩდემონი ბელგიაში კატალონიის ხუთ დათხოვნილ მინისტრთან ერთად იმყოფება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი