„თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან თურქეთში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის გამო, ოდესაში საგანგებო დაფრენა განახორციელა
31-10-2017, 23:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თურქეთის ავიახაზების“ ავიალაინერმა, ეარბას A320-მა, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აერპორტიდან თურქეთში მიფრინავდა, ოდესაში საგანგებო დაფრენა განახორციელა, რადგანაც თვითმფრინავის ბორტზე მიტოვებული ჩანთა აღმოაჩინეს, განაცხადა სამშაბათს ოდესის ოლქში უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, რუსლან ფოროსტიაკმა. 

 


სამართალდამცველების ინფორმაციით, ფრენისას ერთ-ერთმა მგზავრმა ცუდად ყოფნის შესახებ დაიჩივლა, რის შემდეგაც ტუალეტში ხანგრძლივად ჩაიკეტა.

 


„ეკიპაჟმა, რომელმაც მგზავრის ქმედება საეჭვოდ მიიჩნია, ტუალეტის დეტალური დათვალიერება განახორციელა და იქ დამალული საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა“, ნათქვამია ფოროსტიაკის მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


მიტოვებული ჩანთის აღმოჩენამ აიძულა ეკიპაჟი თვითმფრინავი საგანგებოდ დაესვა ოდესის საერთაშორისო აეროპორტში. ავიალაინერმა დაშვება წარმატებით განახორციელა, აღნიშნა უკრაინის ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი