რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აშშ-ის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების არასასურველთა სიაში შეყვანის საკითხის განხილვას აპირებს
02-11-2017, 00:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სახელმწიფო დუმაში რუსეთში მოქმედი ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი სარკისებური ზომების მიღების საკითხს განიხილავენ, რაც აშშ-ში რუსი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის საპასუხო იქნება, განუცხადა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ანტონ გორელკინმა.

 


„თუკი ჩვენ განვიხილავთ სარკისებურ ზომებს, მაშინ მე რა თქმა უნდა, ასეთ მედია საშუალებად CNN-ს გამოვყოფდი, რომელიც რუსეთში საზღვარგარეთის აგენტები არიან, და ამის მსგავს ორგანიზაციებს არასასურველთა სიაში შევიყვანდი, და ეს იქნებოდა საპასუხო ზომები“, განაცხადა გორელკინმა სააგენტოსთან საუბრისას და დაამატა, რომ დეპუტატები ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ.

 


ამავე დროს დეპუტატმა აღნიშნა, რომ CNN-ის რუსულ აუდიტორიაზე ზემოქმედება არ შეედრება RT (რაშა თუდეის) გავლენას ამერიკელ მაყურებლებზე.

 


„მე ვფიქრობ, რომ RT ძალიან ეფექტურად მუშაობს. ეს ერთ-ერთი ის რესურსთაგანია, რომელიც ფაქტობრივად, დასავლურ სამყაროს ალტერნატიული აზრით უზრუნველყოფს, რაც განსხვავდება იმ კლიშეებისაგან, რომლის აპელირებასაც მიჩვეული არიან ტრადიციული დასავლური მედია საშუალებები. RT ძალიან პროფესიულად, ეფექტურად მუშაობს და მათ სტაბილური აუდიტორია ჰყავთ საზღვარგარეთ... CNN-ის გავლენა რუსეთში ვერ შეედრება RT-ის გავლენას იქ. ვინ უყურებს მას აქ? საელჩოების თანამშრომლები, და გულშემატკივრები და ინდუსტრიის პროფესიონალები - ფაქტობრივად, ესაა CNN-ის მთელი აუდიტორია (რუსეთში)“, განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი