უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: მეგის ქარდავას უკრაინის ორი, ლატვიისა და ბელიზის თითო-თითო ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი მოწმობა აღმოაჩნდა
02-11-2017, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის, მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

 

 

განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აღმკვეთი ღონისძიებების დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, რომელიც 2012 წლიდან ძალადობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

 

 

ინტერპოლის მონაცემებით, დაკავებული 2002 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე და სამინისტროს თანამშრომლების დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში იმყოფებოდა, ის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული პირების მიმართ წამების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებისთვის იძებნებოდა".

 

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ასევე იტყობინება, რომ „დაკავებულს თან უკრაინის მოქალაქის ორი ყალბი პასპორტი, ასევე ლატვიისა და ბელიზის თითო პასპორტი აღმოაჩნდა.

 

 

ყველა საბუთი მისი ფოტოთი სხვადასხვა სახელზე იყო გაფორმებული. მას ასევე ჰქონდა მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომელსაც უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთისას იყენებდა.

 

 

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და დაწყებულია მისი სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა". 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი