ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე ემსხვერპლა
02-11-2017, 20:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე ახლახან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი, თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებულ სამ სხვა ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

 


თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს „მიცუბიშისა“და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

 


შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

თამაზ ჟორჟოლიანი 1991 წელს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, 1990-1992 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 1984-1990 წლებში მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში ინჟინერ-თბოტექნიკოსად, თბოტექნიკური საამქროს უფროსად. 

 

 

1995-2014 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, იძულებით ემიგრაციაში. ბელგიის სამეფოს სასამართლოს მიერ აღიარებული იყო პოლიტიკურ დევნილად. მას ორმაგი, საქართველოს რესპუბლიკის და ბელგიის სამეფოს მოქალაქეობა ჰქონდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი