ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილი 8 მინისტრის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
02-11-2017, 21:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული 8 მინისტრის პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 


სახელმწიფო ბრალმდებლებმა ასევე ბელგიაში მყოფი კატალონიის დათხოვნილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის და ოთხი სხვა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომელიც სასამართლოზე არ გამოცხადდა, დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვეს.

  

 

BBC-ის ცნობით, პროკურორებმა მოსამართლეს რეგიონის 9 ყოფილი მინისტრიდან 8-ის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართეს.

 

 

კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ხუთშაბათს მადრიდში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

 

 

მათ ბრალი აჯანყებაში, ამბოხებისკენ მოწოდებასა და საზოგადოებრივი თანხების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

 

 

დაკავებულებს შორის არიან: ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.

 

 

პროკურორების მოთხოვნით გირაო შეეფარდა ყოფილ ბიზნესის მინისტრს, სანტი ვილას. იგი მანამდე გადადგა, ვიდრე კაპატლონიის პარლამენტი 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დეკლარაციას უყრიდა კენჭს.

 

 

1-ლი ოქტომბრის სადავო დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, კატალონიის რეგიონული მთავრობის დათხოვნილი ლიდერები აჯანყების და ამბოხების მოწოდების ბრალდებებით ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგნენ.

 


როგორც BBC იუწყება, მადრიდში, სასამართლოზე ბრალდების მხარისათვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 9 ყოფილი ოფიციალური პირი მივიდა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილან კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი და ოთხი სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელთაც სასამართლოს გამოძახების უწყების იგნორირება მოახდინეს. 

 

 

 


პუჩდემონმა, რომელიც ამჟამად ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება, უფრო ადრე განაცხადა, რომ „ეს პოლიტიკური სასამართლო პროცესია“.

 

 

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა 31 ოქტომბერს კი თქვა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს.

 


მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მისცა ხმა, პუჩდემონი ბრიუსელში, რამდენიმე კოლეგასთან ერთად საჯაროდ სამშაბათს გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი არ ცდილობს გაექცეს სამართალს, მაგრამ სურს შეძლოს თავისუფლად ისაუბროს.

 


მან პრესკონფერენციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ლიდერობით გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა.

 


პუჩდემონმა ასევე თქვა, რომ იგი 21 დეკემბრის კატალონიის ვადამდელი არჩევნების შედეგებს მიიღებს.

 


„მე მსურს მკაფიო ვალდებულება სახელმწიფოსაგან. პატივს სცემს სახელმწიფო შედეგებს, რომელმაც შესაძლოა მისცეს სეპარატისტულ ძალებს უმრავლესობა?“ ჰკითხა პუჩდემონმა ჟურნალისტებს.

 


კატალონიის გადაყენებულ ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი ხანი დარჩება ბელგიაში, მაგრამ განაცხადა, რომ იგი დაბრუნდება მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობა „გარანტიებს“ მისცემს.

 


მან თქვა, რომ ესპანეთის მთავარი პროკურორის ნაბიჯებმა, ბრალი წაუყენოს მას და კაბინეტის სხვა წევრებს იმ მუხლებით, რომელიც 30-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, აჩვენა ცენტრალური ხელისუფლების აგრესიის მოცულობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი