კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება
03-11-2017, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა.

 


კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.

 


როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა
დაიწყება.

 


„საუბარია სამ მიმართულებაზე - მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია; ასევე აუცილებელია კომუნიკაციების - ელექტროგაყვანილობა, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება“, განმარტა თბილისის არჩეულმა მერმა.

 


კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მეტროპოლიტენის ვიზუალური მხარეც - ერთიანი დიზაინის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

 


მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტენი ორი დღით დაიკეტება, რათა რამდენიმე მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი