ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გაიხსნა
03-11-2017, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე (კოტე) აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნეს.

 


თავდაცვის მინისტრის შეფასებით, კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახში გამოფენილი ექსპონატები მომავალ თაობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და იმ პერიოდის სამხედრო პირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის. ლევან იზორიამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი გეგმების შესახებ ისაუბრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ამგვარი ინიციატივები მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 


პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ექსპოზიცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გენერალური შტაბის წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა და მეცნიერებმა დაათვალიერეს.

 


ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სტუმრებმა ინიციატივა დადებითად შეაფასეს; მათ, ასევე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

 

 

ორგანიზატორებმა ექსპოზიციის სამხედრო ნაწილებში გამოფენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისათვის ერთობლივი გამოცემის მომზადების შესაძლებლობებიც განიხილეს.

 


კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახში გამოფენილია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიული მასალები და წიგნები, ასევე ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც 1918-1921 წლებში მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს.

 


კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა.

 


ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიისა და ღვინის დარბაზები დაათვალიერეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი