დონალდ ტრამპმა იაპონიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან დაიცვან თავისუფლება და მშვიდობა
05-11-2017, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ კიდევ ერთხელ მკაცრი რიტორიკა გამოიჩინა მას შემდეგ რაც იგი იაპონიაში ჩავიდა - განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან დაიცვან თავისუფლება. მან თქვა, რომ არც ერთმა „დიქტატორმა“ არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს ამერიკის გადაწყვეტილება.

 


როგორც BBC იტყობინება, ტოკიოს მახლობლად, იოკოტას საჰაერო ბაზაზე შეერთებული შტატების ჯარებისადმი მიმართვისას მან საზეიმოდ დადო პირობა, რომ სამხედროებს აქვთ რესურსები, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავადაა საჭირო.

 


„არავინ, არც ერთმა დიქტატორმა, არც ერთმა რეჟიმმა... არ უნდა შეაფასოს არასანათოდ ამერიკული გადაწყვეტილება“, უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა იაპონიაში ჩასვლიდან მალევე შეერთებული შტატების და იაპონიის ჯარებს.

 


იაპონიაში დაშვებამდე, მან ბორტ ნომერ პირველზე რეპორტიორებს უთხრა, რომ მისი ვიზიტისას მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

 


„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება პუტინთან შეხვედრა. ჩვენ გვსურს პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეაზე“, განაცხადა ტრამპმა, რომელიც უკვე შეხვდა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბეს.

 


ტრამპი 12-დღიანი მოგზაურობისას სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს ეწვევა.

 


ვიეტნამის სანაპირო ქალაქ და ნანგში ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება და სახელმწიფო ვიზიტად ჩავა ჰანოიში.

 


ტრამპი მისი ვიზიტის ბლოს, 13 ნოემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აზიური სახელმწიფოების სამიტს დაესწრება, მაგრამ მისი მოგზაურობა კიდევ რამდენიმე დღით იქნება გახანგრძლივებული, ასე რომ მას შეეძლება დაესწროს აღმოსავლეთ აზიის სამიტს.

 

 

ბოლო დროს, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აზიაში ასეთი ხანგრძლივი ტურნე მოაწყო, 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დასაწყისში იყო, როცა ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში რეგიონს სტუმრობდა, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი