პენტაგონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის სრულად განადგურების ერთადერთი გზა სახმელეთო დაპყრობაა - კონფლიქტმა „შესაძლოა მილიონობით ადამიანი შეიწიროს ბრძოლების მხოლოდ პირველივე დღეებში“
06-11-2017, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პენტაგონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სრულად განადგურების ერთადერთი გზა სახმელეთო დაპყრობის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 


როგორც BBC იტყობინება, ზურგის ადმირალმა მაიკლ დამონტმა კონგრესმენ ტედ ლუსადმი მიწერილ წერილში მოსაზრება გაერთიანებული შტაბების მეთაურთა სახელით გააჟღერა.

 


დამონტმა განაცხადა, რომ პოტენციური მსხვერპლის რაოდენობის თვით ყველაზე „უხეში“ გათვლა ძალიან რთული იქნება.

 


მან ასევე წარმოადგინა დეტალები, თუ როგორი იქნება ომის პირველი საათები.

 


„ერთადერთი გზა გაანადგურო - სრული დარწმუნებით - ყველა კომპონენტი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პროგრამებისა, სახმელეთო დაპყრობის მეშვეობითაა შესაძლებელი“, მისწერა მან კოგრესმენ ლუს პოტენციური კონფლიქტის შესახებ შეკითხვების საპასუხოდ.

 


რისკები ასევე მოიცავდა პოტენციურ ბირთვულ კონტრ-თავდასხმას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების ძალები შეეცდებოდნენ ფხენიანის „ღრმად ჩამარხული მიწისქვეშა ობიექტების“ მწყობრიდან გამოყვანას, დაამატა მან.

 


„საიდუმლო შეხვედრა საუკეთესო ადგილია დეტალური განხილვებისთვის“, აღნიშნა ადმირალმა.

 


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი სამხედრო საკითხებზე პირდაპირ აძლევს რჩევებს ამერიკის პრეზიდენტს.

 


„დემოკრატმა“ ლუმ განაცხადა, რომ შეფასება „ღრმად შემაშფოთებელია“ და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ კონფლიქტმა „შესაძლოა ასეულობით ათასი, უფრო მეტიც, მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს ბრძოლების მხოლოდ პირველივე დღეებში“.

 


წერილი მაშინ გამოქვეყნდა, როცა დონალდ ტრამპი აზიაში მის ხანგრძლივ ტურნეს იწყებს, რომლის დროსაც მოელიან, რომ ჩრდილოეთ კორეული საფრთხე განხილვების მთავარი თემა იქნება.

 


უფრო ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი იძულებული იქნება დაიცვას შეერთებული შტატები ან მისი მოკავშირეები, მას „არ ექნება არჩევანი, გარდა იმისა, რომ მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა“.

 


„პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების კეთება, რომელიც აფერხებს დიპლომატიურ არჩევანს და ამერიკულ ჯარებს შემდგომი რისკის ქვეშ აყენებს“, ნათქვამია ლუსა და ათეულობით სხვა სამხედრო ვეტერანის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

 


როგორც BBC იუწყება, ზურგის ადმირალი დამონტი თავის წერილში მკაფიოდ აჩვენებს, რომ მისი ოფისი ნებისმიერ სამხედრო ქმედებამდე მხარს ეკონომიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტის გზებს უჭერს.

 


კონფლიქტისას პოტენციური მსხვერპლი დიდწილად დამოკიდებული იქნება ნებისმიერი თავდასხმის სიძლიერეზე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულზე, რომელიც საზღვრიდან მხოლოდ 56 კილომეტრში მდებარეობს, განაცხადა მან.

 


მისი თქმით, საარტილერიო ცეცხლის გახსნითა და საჰაერო თავდასხმებით კონტრ-იერიში შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობის შემზღუდავი იყოს.

 


გაერთიანებული შტაბები ასევე შიშობს, რომ ფხენიანმა შესაძლოა კონფლიქტში ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონვენცია მის გამოყენებას კრძალავს, ისევე როგორც ქიმიური იარაღი, რომლის მიტოვებაზე თანხმობა მას არასდროს არ განუცხადებია.

 


წერილში აღნიშნულია, რომ ფხენიანს „მოსალოდნელია, რომ გააჩნდეს ქიმიური იარაღის მარაგი“.

 


სამხედრო მეთაურების შეფასების გასაჯაროვებას წინ უძღოდა უპარტიო კონგრესის კვლევის სამსახურის მოხსენების გამოქვეყნება, რომელიც აფრთხილებს, რომ თვით ხანმოკლე კონფლიქტიც კი, აკრძალული იარაღების გამოყენების გარეშეც, შესაძლოა ათეულობით ათასი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდეს, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი