დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელსაც ნარკოტიკების მხოლოდ ერთი დღისთვის სამყოფი დოზა ექნება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდეს
08-11-2017, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ მსჯელობა მიმდინარეობს. კონფერენციას სპეციალისტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელები, პოლიტიკოსები და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

 

 

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენლის, დავით სუბელიანის განცხადებით, მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, უამრავი ადამიანი ციხეში იმყოფება, სერვისების არარსებობისა და ნარკოპოლიტიკის გამო კი, ეს ადამიანები ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ხდებიან.

 

 

„რეფორმაში განსაზღვრულია რეგულარული მომხარებლისთვის საშუალო ერთი დღის დოზა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებისთვის, რაც არის ექსპერტების მიერ შეფასებული. ეს მოდელი განხორციელდა პორტუგალიაში. განსხვავებით საქართველოსგან, პორტუგალიამ მიიღო 10 დღის საკმარისი ოდენობის დოზაზე დეკრიმინალიზაცია", განუცხადა დავით სუბელიანმა ჟურნალისტებს.

 

 

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელის, ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილის განცხადებით, პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარს, მაგრამ არ არის ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში.

 

 

„არ ვეხებით ნარკოტიკების გასაღებას. კანონმდებლობა ამ მიმართულებით ძალიან მკაცრია საქართველოში და ამ კანონპროექტით ასეც რჩება. ჩვენი პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარს, მაგრამ არ არის ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში. კანონპროექტით სახელმწიფოს ვთავაზობთ, ამ ადამიანების მიმართ აღარ იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი მცირე ოდენობით ფლობენ ამა თუ იმ ნარკოტიკს პირადი მოხმარების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, თუნდაც არ ასაღებდეს, აღმოაჩნდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ის კვლავ დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუ ადამიანს აქვს კანონით განსაზღვრული დღიური ნორმის ფარგლებში, ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას", განაცხადა დავით ოთიაშვილმა.

 


ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ შეხვედრა გუშინ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტშიც გაიმართა.

 

 

დამსწრეებს პორტუგალიის პარლამენტის წევრმა, რიკარდო ბაპტისტა ლეიტემ, კვებეკის მთავრობის მრჩეველმა, ფრანსუა გაგნონმა და ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსმა (ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი), ოუენ კუგლმა ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს.

 


პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი