"იმედს გამოვთქვამ, რომ ბიძინა ივანიშვილი გონს მოეგება"!
04-05-2015, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდად სამწუხაროა, რომ ლამის 3 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილი თანდათან ხელიდან უშვებს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას, რომელიც მან ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა მოძალადე სააკაშვილის ნაცრეჟიმზე! დიახ, არ ვაჭარბებ, ზუსტადაც რომ ასეა! ქართველმა ხალხმა, სწორედ მას მისცა ხმა და არა ივანიშვილის მიერ შედგენილ კოალიციაში შემავალ 1% – დან 4% – მდე რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ურთიერთქიშპობის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სააკაშვილის ნაცმოძრაობის დამარცხებას! სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი მთავარ მიზეზს თუ რატომ ვფიქრობ ასე.

 

 

საქმე ის არის, რომ "მოვიდა რა პოლიტიკაში", ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნების შესახებ, რასაც შემდგომ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" შექმნა მოყვა და ეს გადადგმული ნაბიჯი, პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი იყო! მას შემდეგ კი, როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში (პრემიერ–მინისტი გახდა) მოვიდა, მან გვერდზე გადადო პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, ჩააბარა იგი არაპროფესიონალ კადრებს, მეტიც, საერთოდ თითიც არ გაანძრია ამ მიმართულებით! ვფიქრობ, რომ ივანიშვილს გაცნობიერებულიც არა აქვს ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობა იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე, განამტკიცო და შეინარჩუნო, მითუმეტეს, როცა პოლიტიკური კოალიციის წევრი ხარ, თანაც პოლიტიკიდან წასვლას აპირებ, რაც მან გააკეთა კიდეც (ფორმალურად თუ არაფორმალურად, ამას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა). ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ის სტატუს-კვო, რომელიც კოალიციის წევრ პარტიებს ჰქონდათ შექმნის მომენტში, დიდხანს შენარჩუნებული იქნებოდა, მაგრამ პოლიტიკა ძალზე დინამიური და ცვალებადია, ხოლო ამ პარტიათა ლიდერების "პოლიტიკური მადა, მეტად მზარდი"! გახსოვთ, რომ ივანიშვილი ორ ე.წ. პროდასავლურ პარტიაზე "ჩამოვიდა" ფსონს, ესენი იყო – "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" (ამ ორივე პარტიის "გარანტიებს" კი, ერთი ფასი აქვს, რადგანაც – "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება"!)!

 

 

დღეს კი, რა სურათი გვაქვს?.. ალასანია და მისი "თავისუფალი დემოკრატები" აჩქარდნენ, ოპოზიციაში გადავიდნენ და ყველა ბრუნვაში აკრიტიკებენ ივანიშვილს, არადა, ალასანია ჩვენი სტრატეგიული უპირველესი პარტნიორის ფავორიტი იყო და უმნიშვნელოვანეს პოსტს იკავებდა მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის! "თავისუფალი დემოკრატებისგან" განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი და მისი "რესპულიკელები" გონიერები აღმოჩნდნენ და არც ოპოზიციაში წავიდნენ და მეტიც, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელიც ნახეს! სწორედ რესპუბლიკელმა ხიდაშელმა დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის! ანუ, რესპუბლიკური პარტია გახდა პოლიტიკური ფავორიტი და "რომელიღაც" რესპუბლიკელს – ერთი ნაბიჯიღა აშორებს პრემიერის სავარძელს! უკაცრავად და, სად არის "აქ" – პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"?! არსებობს კი იგი?! საქმეც ის არის, რომ "ვერ არსებობს", რადგანაც ძლიერი პოლიტიკური პარტიის ჩამოსაყალიბებლად 3 წელი არაფერი გაუკეთებიათ, არც ივანიშვილს და არც სხვა ლიდერებს! პარტიაში კი, მხოლოდ, ყოველდღიურ "საკადრო" და სხვა საკითხებზე იყო დავა–კამათი არაპროფესიონალ კადრებს შორის! მოკლედ, ამ თვალსაზრისით სრული კრახია და შედეგიც სახეზეა, – პრემიერ ღარიბაშვილის მდგომარეობა კატასტროფულია და მას "ფავორიტად" არ მიიჩნევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები! პირდაპირ საოცარია, რომ დიდ ბიზნესში დიდი წარმატების მქონე ადამიანმა, სადაც კორპორატიული გაერთიანების (როგორც, სააქციო საზოგადოება, ჰოლდინგი, ფირმა, "ბოლო–ბოლო" შპს!) სიძლიერეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, – ვერ გაითვალისწინა ის, რომ პოლიტიკაში მიღწეულ გამარჯვებას ვერ შეინარჩუნებ თუ არ ეყრდნობი ძლიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მაღალი პოლიტიკური პროფესიონალიზმის მქონე თანამებრძოლებით არის დაკომპლექტებული!!!...

 


პ.ს. არ მინდა, რომ ახლო მომავალში ხელისუფლების დათმობა "პოლიტიკურად მიუსამძიმრო" პარტია "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს", რომლის დამფუძნებელ ყრილობაზე 2012 წლის 21 აპრილს დელეგატი ვიყავი და იმედს გამოვთქვამ, – ბიძინა ივანიშვილი გონს მოეგება და სწორ, "კრიზისულ" გადაწყვეტილებებს მიიღებს მდგომარეობის გამოსასწორებლად!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი