კახა კალაძე: თბილისს აქვს განსაკუთრებული ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება
09-11-2017, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 


„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ დეველოპერებს დედაქალაქის განვითარებაში ჩართულობისკენ და თბილისის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

 


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან აქტიური თანამშრომლობა, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ და აკეთებთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივესალმები მშენებლობას და განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად, ხარისხიანად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად. მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, მიმართა ახლადარჩეულმა მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დღეს არსებობს მერიაში დაინგრეს და სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით იგეგემება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს.

 


როგორც ახლადარჩეულმა მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს - მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვიზუალურ მხარეს.

 


„მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც თქვენი როლი მნიშვნელოვანია“, განაცხადა კახა კალაძემ დეველოპერებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი