დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება
09-11-2017, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. მან დაამატა, რომ „დრო ახლა თანხმდება“.

 


დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ვიეტნამში 10-11 ნოემბერს იმართება. უშაკოვის თქმით, სრულიად ლოგიკურია, რომ ტრამპმა და პუტინმა მოლაპარაკებები სწორედ იქ გამართონ.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა „განცალკევებული, დეტალური ორმხრივი შეხვედრისთვის“, რადგან „არსებობს განსახილველი თემები“. მან დააზუსტა რომ ეს ეხება ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის და საერთაშორისო პრობლემატიკას - „დაწყებული სირიიდან, დამთავრებული კორეის სახალხო-დემოკრატიუკლი რესპუბლიკით“.

 


ამავე საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ შეხვედრა შედგება, თუკი ლიდერებს „არსებითი საკითხების განხილვის“ საჭიროება ექნებათ.

 

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

 


„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. შესაძლოა გვქონდეს პუტინთან შეხვედრა... ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ უკრაინაზე“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-სთან ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი