23-ე ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
10-11-2017, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი დახვდნენ.

 


ლევან იზორიამ პირად შემადგენლობას სამშობლოში დაბრუნება მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

 


უწყების ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია შვიდი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად შეასრულა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო. 23-ე ბატალიონი ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა როტაციით შეცვალა.

 


„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას ბატალიონმა დანაკარგი განიცადა. დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი