ლევან ლიპარტია: ვაპირებ განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული
10-11-2017, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, ლევან ლიპარტიამ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა იმ პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული.

 


„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ბორჯომში მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ვაპირებ განვახორციელო ყველა ის  პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. გარწმუნებთ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ბორჯომი ბევრად უფრო ლამაზი და განვითარებული იქნება“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

 


მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

 


ლევან ლიპარტიას მხარდამჭერ შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი