დონალდ ტრამპი: „როდის იქნება, რომ ყველა მოძულე და სულელი გააცნობიერებს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა კარგი ამბავია და არა ცუდი“
12-11-2017, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ „მძიმე“ სანქციებია დაწესებული, მასთან თანამშრომლობა საჭიროა, რუსეთის და შეერთებული შტატების მეგობრობა სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 


„რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მძიმე სანქციებია დაწესებული. მათ წინააღმდეგ სანქციები ძალიან მაღალ დონეზე დაწესდა. ეს არც ისე შორეულ წარსულში მოხდა. დადგა დრო, განვკურნოთ თავზარდაცემული და დარღვეული მსოფლიო“, განაცხადა ტრამპმა ჰანოიში, ვიეტნამის პრეზიდენტთან, ჩან დაი კიანგომთან გამართულ პრესკონფერენციაზე, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


„მივიჩნევ, რომ თუკი რუსეთი დაიკავებს მეგობრულ პოზიციას, იმის ნაცვლად რომ ყოველთვის ვებრძოლოთ მათ - ეს იქნება მონაპოვარი მთელი მსოფლიოსთვის, ასევე მონაპოვარი და არა ნაკლი ჩვენი ქვეყნისთვის“, დაამატა ტრამპმა.

 


უფრო ადრე კი აშშ-ის პრეზდენტმა „თვითერზე“ დაწერა: „როდის იქნება, რომ ყველა მოძულე და სულელი გააცნობიერებს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა კარგი ამბავია და არა ცუდი... მე მინდა გადავწყვიტო ჩრდილოეთ კორეა, სირია, უკრაინა, ტერორიზმი და რუსეთს შეუძლია დიდად დაგვეხმაროს“.

 

 

ტრამპმა, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში მის რუს კოლეგასთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი, რუსეთის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის ბრალდებების გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

 


„მან [პუტინმა] თქვა, რომ იგი აბსოლუტურად არ ჩარეულა არჩევნებში“, განაცხადა ტრამპმა, როგორც ამას BBC იუწყება, ხოლო მოგვიანებით პუტინმა უსაბუთო მტკიცებები უარყო და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური ბრძოლის“ შემადგენელი ნაწილია.

 


ტრამპის თქმით, მას შაბათს „ორი თუ სამი“ ხანმოკლე საუბარი ჰქონდა მის რუს კოლეგასთან აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე, ვიეტნამის საპორტო ქალაქ და ნანგში.

 


„მან [პუტინმა] თქვა, რომ არ ჩარეულა. მან თქვა, რომ არ ჩარეულა. მე ვკითხე მას ისევ“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ბორტ ნომერ 1-ზე, როდესაც იგი ჰანოისკენ მიემართებოდა.

 


მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პუტინი „ძალიან შეურაცხყოფილია ამით, რაც კარგი რამ არაა ჩვენი ქვეყნისთვის“.

 


მოგვიანებით პუტინმა უარყო ბრალდებები რუსეთის მხრიდან ტრამპის კამპანიის გუნდის მეშვეობით აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკაში გამოძიება მიმდინარეობს, და რეპორტიორებს განუცხადა: „ყველაფერი, ეგრეთ წოდებული რუსული დოსიეს შესახებ შეერთებულ შტატებში, მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამოვლენაა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი