სულ მცირე 348 ადამიანი დაიღუპა ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად
13-11-2017, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირან-ერაყის საზღვარზე კვირას ღამით მომხდარმა, მძლავრმა, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სულ მცირე 348 ადამიანი იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული დაახლოებით 5 660 ადამიანს.

 


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ირანის დასავლეთის, კერმანშაჰის პროვინციის მცხოვრები იყო.

 


BBC-ის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ, ერთ-ერთმა დახმარების სააგენტომ განაცხადა, რომ სასწრაფო თავშესაფარი ესაჭიროება 70 000 ადამიანს.

 

 

 


ერაყში კი მიწისძვრამ სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში.

 

 

„ჩემს ბავშვებთან ვიჯექი და ვახშამს მივირთმევდით, როცა უეცრად შენობა ისე შეთამაშდა ცაში, რომ პირველად ვიფიქრე, უზარმაზარი ბომბი აფეთქდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ ჩემს გარშემო გავიგე ყვირილი: ‘მიწისძვრაა!“ განაცხადა ბაღდადში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

 


დაღუპულთა უმრავლესობა ქალაქ სარპოლ-ე ზაჰაბის მკვიდრი იყო, რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს საზღვრიდან, განაცხადა ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახაურის ხელმძღვანელმა პირ ჰუსეინ კოლივანდმა ირანული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქალაქის მთავარი საავადმყოფო ძლიერ დაზიანდა, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანისთვის მკურნალობის გაწევა გაჭირდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი