აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორს ეჭვი აქვს, რომ ტრამპი შესაძლოა, „დაშინებული“ ჰყავდეს პუტინს
13-11-2017, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, მისი ვალდიმერ პუტინთან ბოლო საუბრების განხილვის დროს, მათდამი თავდასხმას პასუხობენ.

 


ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა CNN-თან საუბრისას კვირას განაცხადა, რომ ტრამპის მხრიდან გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის საფრთხის ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოჩენა სახიფათოა ამერიკის ეროვნული ინტერსებისათვის და საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, „ათამაშონ“ პრეზიდენტი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ჯონ ბრენანმა კი თქვა, რომ პუტინის აშკარა წარმატება ტრამპთან მისი პირფერობის გამოყენება გახდა და ბრენანს ეჭვი აქვს, რომ „ტრამპი რაიმე მიზეზით“, შესაძლოა, „დაშინებული“ ჰყავდეს პუტინს.

 

 

ტრამპმა, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში მის რუს კოლეგასთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი, რუსეთის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის ბრალდებების გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

 


„მან [პუტინმა] თქვა, რომ იგი აბსოლუტურად არ ჩარეულა არჩევნებში“, განაცხადა ტრამპმა, როგორც ამას BBC იუწყება, ხოლო მოგვიანებით პუტინმა უსაბუთო მტკიცებები უარყო და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური ბრძოლის“ შემადგენელი ნაწილია.

 


ტრამპის თქმით, მას შაბათს „ორი თუ სამი“ ხანმოკლე საუბარი ჰქონდა მის რუს კოლეგასთან აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე, ვიეტნამის საპორტო ქალაქ და ნანგში.

 


„მან [პუტინმა] თქვა, რომ არ ჩარეულა. მან თქვა, რომ არ ჩარეულა. მე ვკითხე მას ისევ“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ბორტ ნომერ 1-ზე, როდესაც იგი ჰანოისკენ მიემართებოდა.

 


მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პუტინი „ძალიან შეურაცხყოფილია ამით, რაც კარგი რამ არაა ჩვენი ქვეყნისთვის“.

 


მოგვიანებით პუტინმა უარყო ბრალდებები რუსეთის მხრიდან ტრამპის კამპანიის გუნდის მეშვეობით აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკაში გამოძიება მიმდინარეობს, და რეპორტიორებს განუცხადა: „ყველაფერი, ეგრეთ წოდებული რუსული დოსიეს შესახებ შეერთებულ შტატებში, მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამოვლენაა“.

 

 

ტრამპმა კლაპერი, ბრენანი და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი მოიხსენია, როგორც „პოლიტიკურად უსარგებლონი“.

 


შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა იანვარში რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიების არასაიდულმლო ნაწილი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ პუტინმა ჰილარი კლინტონის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ და დონალდ ტრამპის წარმატებული საარჩევნო კამპანიის გასაძლიერებლად აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრძანება გასცა. პუტინი უარყოფს ბრალდებებს, და ტრამპმაც არაერთხელ უარყო აღნიშნული, უწოდა რა მას „კუდიანებზე ნადირობა“.

 


ბრენანი მიიჩნევს, რომ ტრამპის მათზე თავდასხმა არის იმის მცდელობა, რომ ძირი გამოუთხაროს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენების დამაჯერებლობას, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორის თქმით, სადაზვერვო და სამართალდამცავი უწყებების ოფიცრების მიერ არის დაწერილი, და არა მისი, კლაპერის ან კომის მიერ.

 


„მან ჩვენ მოგვიხსენია, როგორც პოლიტიკურად უსარგებლონი, რადგან ის ცდილობდა სადაზვერვო საზოგადოების შეფასების დელეგიტიმიზაციას“, განაცხადა ბრენანმა.

 

კომენტარები: 1
#1   სპირიდონი
      
მივაფსი თქვენ ქვეყანას და თქვენს პუწინისგან დაშინებულ პრეზიდენტს!
13 ნოემბერი 2017 10:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი