2017 წლის ყველაზე გამანადგურებელმა მიწისძვრამ ირანში 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
13-11-2017, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უზარმაზარი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს ირანის დასავლეთ რეგიონში მას შემდეგ, რაც ირან-ერაყის საზღვართან 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის გამადგურებელმა მიწისძვრამ 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 7 000-ზე მეტს დაზიანებები მიაყენა.

 


სამაშველო ჯგუფები ცდილობენ იმ ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანას, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

 

 

როგორც BBC წერს, კვირას ღამით მომხდარი მიწისძვრა ყველაზე საშინელია 2017 წელს მომხდარ მიწისძვრებს შორის.

 

 

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ირანის დასავლეთის, კერმანშაჰის პროვინციის მცხოვრები იყო.

 


BBC-ის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ, ერთ-ერთმა დახმარების სააგენტომ განაცხადა, რომ სასწრაფო თავშესაფარი ესაჭიროება 70 000 ადამიანს.

 

 

ერაყში კი მიწისძვრამ სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში.

 

 

„ჩემს ბავშვებთან ვიჯექი და ვახშამს მივირთმევდით, როცა უეცრად შენობა ისე შეთამაშდა ცაში, რომ პირველად ვიფიქრე, უზარმაზარი ბომბი აფეთქდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ ჩემს გარშემო გავიგე ყვირილი: ‘მიწისძვრაა!“ განაცხადა ბაღდადში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

 


დაღუპულთა უმრავლესობა ქალაქ სარპოლ-ე ზაჰაბის მკვიდრი იყო, რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს საზღვრიდან, განაცხადა ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახაურის ხელმძღვანელმა პირ ჰუსეინ კოლივანდმა ირანული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქალაქის მთავარი საავადმყოფო ძლიერ დაზიანდა, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანისთვის მკურნალობის გაწევა გაჭირდა.

 


ირანული მედიის ცნობით, ქალაქ სარპოლ-ე ზაჰაბში ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს.

 


ზოგიერთ ქალაქს სასმელი წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება და შენობების ჩამონგრევის შემდეგ ადამიანები იძულებული გახდნენ საათები ღია ცის ქვეშ, პარკებსა და ქუჩებში, ცივ ამინდში გაეტარებინათ.

 

 

კომენტარები: 1
#1   LiannaHof
      
Народ на ютубе нашла способ как играть в современные игры без скачивания и установки на компьютер
через сервис Playkey, а так же нашла Генератор промокодов для сервиса Playkey ТУТ видео.
А сам Генератор промокодов ТУТ. Кто тестил сервис и Генератор отпишитесь стоит ли заморочки :):)
13 ნოემბერი 2017 11:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ზიმბაბვეს მმართველმა, „ზანუ-PF“-ის პარტიამ რობერტ მუგაბე ლიდერობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტობიდან დათხოვნილი ემერსონ მნანგაგვა დანიშნა. პარტიიდან იქნა გაძევებული ასევე პრეზიდენტის ცოლი, გრეის მუგაბე.

შეერთებული შტატების ბირთვული საკითხების მთავარმა ფიგურამ განაცხადა, რომ იგი ნებისმიერ „არაკანონიერ“ საპრეზიდენტო ბრძანებას, წამოწყებულ იქნეს ბირთვული თავდასხმა, წინააღმდეგობას გაუწევს.

ყველაზე კითხვადი
  1. საქართველოს 8000 წლის სოფელში არქეოლოგებმა მსოფლიოში ღვინის წარმოების ყველაზე ძველი ფაქტები აღმოაჩინეს - National Geographic-ი
  2. იაპონიაში მატარებლის დაგეგმილზე რამდენიმე წამით ადრე გამგზავრების გამო კომპანიამ ბოდიში მოიხადა
  3. გორის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
  4. საბრძოლო წყალქვეშა გემი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება, არგენტინის სანაპიროებთან გაუჩინარდა
  5. „გახარია თუ კარგად გაართმევს თავს შს მინისტრობას, ეს შეიძლება გახდეს მისთვის ტრამპლინი პრემიერ მინისტრობისთვის“ - თორნიკე შარაშენიძე
  6. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა
  7. კახა კალაძე: მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან
  8. საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
  9. „ეს ბიბლიური წარღვნაა“ – სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა საბერძნეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად
  10. თბილისის მერის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი