„მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა“ - მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
14-11-2017, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება.

 


„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ხდება აქცენტების გაკეთება. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება,“ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ შედგა შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და მათი გაგრძელების თაობაზე.

 

 

განიხილეს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის წარმატებით გაგრძელების აუცილებლობის შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი