„თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება“ - კალაძემ მოსახლეობას პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა
14-11-2017, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მათ ბოდიში მოუხადა.

 

 

„წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა - მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე ფეისბუქზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ - კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას,“ აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

 

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია - ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი