სასამართლომ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისთვის ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
14-11-2017, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისთვის ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებულები გ.გ, გ.ო და ბ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, გ.გ, ბ.დ. და გ.ო. ქ.რუსთავში შეხვდნენ ჯ.მ.-ს, მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯ.მ.-ს 23 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულები სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ჯ.მ.-ს და მისგან თანხის დროულად მიტანას ითხოვდნენ.

 


სამართალდამცველებმა გ.გ, ბ.დ. და გ.ო. 2017 წლის 8 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ზიმბაბვეს მმართველმა, „ზანუ-PF“-ის პარტიამ რობერტ მუგაბე ლიდერობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტობიდან დათხოვნილი ემერსონ მნანგაგვა დანიშნა. პარტიიდან იქნა გაძევებული ასევე პრეზიდენტის ცოლი, გრეის მუგაბე.

შეერთებული შტატების ბირთვული საკითხების მთავარმა ფიგურამ განაცხადა, რომ იგი ნებისმიერ „არაკანონიერ“ საპრეზიდენტო ბრძანებას, წამოწყებულ იქნეს ბირთვული თავდასხმა, წინააღმდეგობას გაუწევს.

ყველაზე კითხვადი
  1. საქართველოს 8000 წლის სოფელში არქეოლოგებმა მსოფლიოში ღვინის წარმოების ყველაზე ძველი ფაქტები აღმოაჩინეს - National Geographic-ი
  2. იაპონიაში მატარებლის დაგეგმილზე რამდენიმე წამით ადრე გამგზავრების გამო კომპანიამ ბოდიში მოიხადა
  3. გორის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
  4. საბრძოლო წყალქვეშა გემი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება, არგენტინის სანაპიროებთან გაუჩინარდა
  5. „გახარია თუ კარგად გაართმევს თავს შს მინისტრობას, ეს შეიძლება გახდეს მისთვის ტრამპლინი პრემიერ მინისტრობისთვის“ - თორნიკე შარაშენიძე
  6. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა
  7. კახა კალაძე: მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან
  8. საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
  9. „ეს ბიბლიური წარღვნაა“ – სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა საბერძნეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად
  10. თბილისის მერის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი