საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
14-11-2017, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგოტ ვალსტრომთან და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან, რომლებიც საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.

 


აღინიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს უდიდესი დატვირთვა აქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შვედეთი და პოლონეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით.

 


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

 


„საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება ევროინტეგრაციის მიმართულებით და იმას, თუ როგორია მოლოდინები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით.

 


აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციული პროცესის დინამიკა გაგრძელდეს და ის კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაღლდეს", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა.

 


შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უსაფრთხოების საკითხებს, იმ როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში.

 


შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდედენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩები პოლონეთსა და შვედეთში ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი