ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტრამპი და პუტინი დასავლურ ღირებულებებს უქმნიან საფრთხეს, მაგრამ მათი ევროპისაგან იზოლირება კონტრპროდუქტიული იქნებოდა
15-11-2017, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დასავლურ ღირებულებებს - ღიაობას და ტოლერანტობას უქმნიან საფრთხეს, მაგრამ მათი ევროპისაგან იზოლირება კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

 


„თუ შენ გადაწყვეტ, რომ ისინი ევროპისა და ჩვენი ღირებულებებისაგან გარიყო იმის თქმით, რომ ‘თქვენ ჩვენ ღირებულებებს ღალატობთ’, შენ დაკარგავ მათ“, უთხრა მან BBC-ს.

 


მაკრონმა ამის შესახებ აბუ დაბიში ისაუბრა, სადაც მან ახალი ლუვრის მუზეუმი გახსნა. მან ამას რეგიონში ტოლერანტობისა და განსხვავებულობის სიმბოლო უწოდა.

 


„ჩვენ მთელი რიგი კონფლიქტებისა და ბრძოლების ეპიცენტრში ვართ მუსულმანური სამყაროს შიგნით“, თქვა მან ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციასთან უქმეებზე მიცემულ ინტერვიუში. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მხარი დავუჭირო მათ, რომლებიც იცავენ თავისუფალ ისლამს“.

 


მან აღნიშნა, რომ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა თავისი ღირებულებებისა და იდენტურობის „მთავარი ამბის თხრობის“ მიტოვებით და საფრანგეთს ჰქონდა ამის საზღვარგარეთ დაცვის როლი.

 


„შენ გჭირდება კოლექტიური ამბის თხრობა, საერთო მიზანი, საერთო წარმოდგენა“, განაცხადა მან. „ეს იყო დაეშის [ე.წ. ისლამური სახელმწიფო] სიძლიერე - ეს იყო სიკვდილის დაპირება.

 


„და მე ვფიქრობ, რომ დასავლური საზოგადოების და დასავლური ქვეყნების ერთ-ერთი პრობლემა ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმიგრაციის, ამბიციის, ხედვის მიტოვება იყო.

 


„არავის შეუყვარდება ერთიანი ბაზარი, ფინანსური ბაზარი, შრომის რეფორმა ან ბიუჯეტის პერსპექტივა“, განაგრძო მან. „[ადამიანები] მოტივირებული არიან დიდი ამბის გამო“.

 


მან თქვა, რომ ეს იყო „პარანოია, მათი საფრთხის შეგრძნება, და მათი სურვილი დაიცვან რაღაც“ რამაც შექმნა ლიდერები, ისეთი როგორიცაა პუტინი, რომელთაც სხვაგვარი გზა აირჩიეს, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს ავიწყდება, რომ თავისი ქვეყნის ცივილიზაციის ნაწილი ღიაობა იყო და ის, რომ მისი მომავალი პირდაპირ დაკავშირებული იყო ევროპასთან.

 


მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 6 თვის წინ გახდა და პირობა დადო, რომ ქვეყნის ეკონომიკის, საზოგადოების, თვით მისი იდენტობის ტრანსფორმაციას მოახდენდა. მას შემდეგ მან 28 ვიზიტი განახორციელა საზღვარგარეთ და ჩამოაყალიბა ახალი წინადადებები ევროკავშირისთვის, რომელიც ბლოკს კოლექტიურ ხედვას და მის წევრ სახელმწიფოებს შიდა სარგებლებს სთავაზობს, წერს BBC.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი