განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს
15-11-2017, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განახლებული მინისტრთა კაბინეტი ამ წუთებში მთავრობის პირველ სხდომას მართავს. სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრება ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

 

 

სხდომას ახალი სტატუსით ესწრებიან ასევე დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს და გიორგი გახარია, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან შინგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

 

 

განახლებულ შემადგენლობას სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

 

 

„მინდა ხაზი გავუსვა სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას. ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც ყველანი ამას დავინახავთ. მინდა მივულოცო მიხეილს და მამუკას ჩვენი გუნდის წევრობა. მინდა წარმატება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს და სანდრო ჯეჯელავას და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტი დღეს გამოგავქვს მთავრობის სხდომაზე და გადავაგზავნით პარლამენტში", განაცხადა პრემიერმა.

 

 

მინისტრთა კაბინეტის წევრები სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე იმსჯელებენ. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ „საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი. მომხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი