კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლები წარადგინა
15-11-2017, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა.

 

 

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის რაიონების გამგებლების განახლებული შემადგენლობა. ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს, კონკრეტული რაიონების, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში“, აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

 


მერიის პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ განაცხადა, რომ გამგებლებს ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იმუშაონ ეფექტურად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გამგებლებს ექნებათ მისგან მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისათვის, თუმცა, ამავდროულად იგი იქნება ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანისადმი და არ დაუშვებს მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.

 


ბრიფინგის დასასრულს დედაქალაქის მერმა გამგებლებს თბილისელებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებასა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 


დედაქალაქის რაიონების გამგებლების ახალი შემადგენლობა ასეთია:

 


საბურთალოს რაიონი - გაიოზ ვასაძე; ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე; ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე; დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი; ნაძალადევის; რაიონი - ირაკლი ხელაძე; გლდანის რაიონი - ბექა მიქაუტაძე; კრწანისის რაიონი - ლევან ჯაფარიძე; მთაწმინდის რაიონი - დავით კირკიტაძე; ისნის რაიონი - კახა ლაბუჩიძე; სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი