კახა კალაძე: მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან
15-11-2017, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები წარადგინა.

 


„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ თქვენგანს, ვინც დამხვდით და განაგრძობთ საქმიანობას, მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად უფრო ნაყოფიერი იქნება, ახლებს კი გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს და ზოგადად, პროდუქტიულ საქმიანობას თქვენს სამსახურებში“ მერიის პრესსამსახურის ცნობით, ასე მიმართა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

 


კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სამსახურების საქმიანობა იყოს ეფექტური და თვალსაჩინო თითოეული თბილისელისთვის, არსებული გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.

 


„თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია სურვილზე - ვემსახუროთ თბილისს. პირველ რიგში, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან - თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა, რას აკეთებთ კარგად, ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა. ჩვენ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოვახერხოთ დედაქალაქზე ზრუნვის პროცესში,“ აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

 


თბილისის მერის განცხადებით, საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტური მუშაობა უნდა განაპირობოს. კახა კალაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი