ჩრდილოეთ კორეამ დონალდ ტრამპს სიკვდილი მიუსაჯა
15-11-2017, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილო კორეელმა ხალხმა დონალდ ტრამპს სიკვდილი მიუსაჯა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო გაზეთი იტყობინება.

 


ბრიტანული „ინდიფენდენტის“ თანახმად, სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, როცა მან აზიაში ტურნეს დროს გაკიცხა მისი „სასტიკი დიქტატურა“ და ამის გამო ის მოკლული უნდა იყოს.

 


„ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მას არასდროს შეიძლება რომ ეპატიოს, არის ის, რომ მან გაბედა ღვარძლიანად მიეყენებინა დარტყმა უზენაესი ლიდერის ღირსებისთვის“, წერს მმართველი პარტიის გაზეთი „როდონგ სინმუნი“.

 


„მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ საზიზღარი კრიმინალია - კორეელი ხალხის მიერ გასამართლებული“.

 


სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპი ლაჩარია, რადგან გააუქმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ვიზიტი - გადაწყვეტილება, რომელიც „ინდიფენდენტის“ ცნობით, მან ცუდი ამინდის გამო მიიღო. მაგრამ AFP-ის ინფორმაციით, სტატია ამბობს, რომ ფაქტობრივად, პრეზიდენტი „ძალიან შეშინებული იყო პირისპირ დამდგარიყო ჩვენი ჯარისკაცების დაჟინებული მზერის წინაშე“.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ ნუ შეაფასებს არასათანადოდ ამერიკას და მის მოკავშირეებს. „ნუ გვცდი ჩვენ“, განაცხადა მან, მაშინ როცა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების „ბნელი ფანტაზია“.

 

 

ტრამპმა, რომელიც აზიური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეაში ორდღიან ვიზიტად იმყოფებოდა, 8 ნოემბერს, თავისი სიტყვა სეულში იმით დაიწყო, თუ რაოდენ წარმატებებს მიაღწია სამხრეთმა, ჩრდილოეთთან შედარებით, კორეის ომის შემდეგ. ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობა კი მან „ისტორიის ლაბორატორიაში ტრაგიკულ ექსპერიმენტს“ შეადარა.

 

 

რამდენიმე დღის შემდეგ კი, ტრამპმა „თვითერზე“ დაიჩივლა, რომ იგი არასოდეს უწოდებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს „დაბალს და მსუქანს“, მიუხედავად იმისა, რომ იგი მას „მოხუცს“ უწოდებს.

 

 

ჩრდილო კორეული გაზეთი, რომელიც მთავრობის იდეების გამხმოვანებელია, არაერთხელ დასხმია თავს ტრამპს აგრესიული ფორმებით. მან აშშ-ის პრეზიდენტს ერთხელ „ცოფიანი ძაღლი“ და „ფსიქოპატიც“ კი უწოდა და აღნიშნა, რომ ფხენიანს „ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნაცარტუტად აქციოს ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტი“.

 

კომენტარები: 1
#1   David
      
კიმი თავისი ოჯახის ისტორიის მსხვერპლია, მან ვერ გაუძლო ბოროტებას, რომელიც მისი წინაპრებიდან მოდის. მისი და მისი ოჯახის ბოლო სავალალოა. ეს ისტორია უნდა გაითვალისწინოს ყველამ, თუ არ უნდა დაღუპოს თავისი შთამომავლობა!ეს ქართველ გაუმაძღრებსაც ეხებათ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ შენიღბავენ თავიანთ მოქმედებებს.
15 ნოემბერი 2017 10:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი