გიორგი მარგველაშვილი: ქვეყნის განვითარება თითოეული სოფლიდან იწყება, რაც შემდგომში განაპირობებს ქვეყანაში რეალურ პროცესებს
15-11-2017, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული ის პროექტები შეაჯამა, რომელიც სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენა - მოდერნიზაცია - გაძლიერებას ითვალისწინებს და რომელიც 2014 წლიდან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ჩართულობით განხორციელდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი განხორციელებული პროექტების მონაწილე ბიბლიოთეკარებს შეხვდა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და რომელიც სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერებასა და როლის გაზრდას ისახავს მიზნად, ასევე ემსახურება ქვეყნის განვითარების პროცესებში საზოგადოების აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფას, იმ რწმენის გაზრდას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაზღვრავს საკუთარი სამშობლოს მომავალს, გეგმავს და ავითარებს საკუთარი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას.

 


„როდესაც მოქალაქეები სარგებლობენ ბიბლიოთეკის მომსახურებით და იმ სხვადასხვა სერვისებით, რომლის შეთავაზებაც უკვე დღეს შეუძლია თანამედროვე, ინტერნეტით აღჭურვილ ბიბლიოთეკას, თქვენი მთავარი გზავნილი საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ უნდა იყოს ის, რომ ქვეყნის განვითარება თითოეული სოფლიდან იწყება, რაც შემდგომში განაპირობებს ქვეყანაში რეალურ პროცესებს. თუ ისინი შეძლებენ საკუთარი ყოფის შეცვლას სოფელში შეცვლიან რეალობას მთელ ქვეყანაში", მიმართა პრეზიდენტმა რეგიონში მომუშავე ბიბლიოთეკარებს.

 


პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, როცა მოსახლეობას უყვარს საკუთარი ქვეყნის წარსული, მაგრამ მხოლოდ წარსულით ცხოვრება, მიმდინარე პროცესებისადმი გვერდიდან ცქერა, ხელის ჩაქნევა არ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. ახლის შექმნა, აწმყოს მსახურება აუცილებელია და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წარსულს ვკარგავთ და პატივს არ ვცემთ მას.

 


პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს საქართველოში 600 მეტი რეგისტრირებული სასოფლო ბიბლიოთეკაა, რომლებიც სოფლებში თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც მოსახლეობას ინფორმაციის, ან დახმარების მიღება შეუძლია.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2015 წელს პრეზიდენტის ფონდმა უზრუნველყო კომპიუტერებით 48 სოფლის ბიბლიოთეკის აღჭურვა კახეთის რეგიონში და მისი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგები ბიბლიოთეკარებისთვის თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების შესახებ.

 


2016 წელს პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას - თანამედროვე ინტერნეტსერვისები ადგილობრივი მოსახლეობისათვის" Beyond Access-თან, რომლის ძირითადი იდეა ბიბლიოთეკების გავლით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა იყო.

 


პროექტის განხორციელებაში, კერძოდ ელექტრონული მმართველობის სერვისების მიმართულებით ასევე ჩართული იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, პროექტის მთავარი მხარდამჭერი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელთან ერთადაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი.

 


პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოხდა 70 რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა (პერსონალური კომპიუტერი, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერი, ინტერნეტი)

 


სპეციალური გასაუბრების შედეგად შერჩეული 15 ბიბლიოთეკარისთვის ჩატარდა ტრენერების ტრეინინგები (TOT), რათა შემდგომში მათ შესძლებოდათ სხვა ბიბლიოთეკარების გადამზადება.

 


1. კასკადური ტრეინინგები ჩატარდა 55 ბიბლიოთეკარისთვის;

 


2. ICT (კომპიუტერული უნარ-ჩვევები) ტრეინინგები ჩატარდა 70 ბიბლიოთეკარისთვის;

 


3. ელ-მმართველობის ტრეინინგები ჩატარდა 95 ბიბლიოთეკარისთვის. მათ შორის საპილოტე ფაზაში მონაწილე 10 ბიბლიოთეკარისთვის კახეთის რეგიონიდან.

 


4. საბიბლიოთეკო ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად უზრუნველყო ბიბლიოთეკარების შეხვედრების ორგანიზება მათ შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით (Peer learning meetings).

 


2017 წელს პროექტის III ფაზა განხორციელდა - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას III ფაზა“.

 


აღნიშნული პროექტის ფარგლებში არსებულ საბიბლიოთეკო ქსელს დაემატა 33 ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ შეისწავლა ბიბლიოთეკების მდგომარეობა საქართველოში და უზრუნველყო ბიბლიოთეკარების გადამზადება, რაც მიზნად ისახავდა ქართველი ბიბლიოთეკარებისთვის ინფორმაციის მენეჯმენტისათვის საჭირო უნარების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საინფორმაციო საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

 


პროექტის მსვლელობისას მონიტორინგისა და შეფასების ვიზიტების დროს აღმოჩნდა, რომ გარდა თანამედროვე ინტერნეტ მომსახურებებისა, ბიბლიოთეკებს შეუძლიათ ადგილობრივი თემისთვის ბევრად მეტი სერვისების მიწოდება, ვიდრე წინა წლებში ახორციელებდნენ ინტერნეტსერვისების კუთხით.

 


600 ბიბლიოთეკიდან უკვე 118 ბიბლიოთეკარი გადამზადებულია სპეციალური პროგრამით.

 


წელს კი სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტი გაგრძელდა პროექტით - "ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი".
ბიბლიოთეკარს შეუძლია სპეციალური გადამზადების შემდეგ შეითავსოს თემის მობილიზატორის ფუნქცია.

 


თუ აქამდე ბიბლიოთეკა უზრუნველყოფდა ისეთ სერვისებს, როგორებიცაა თანამედროვე ინტერნეტ სერვისების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, უზრუნველყოფდა კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს და ეხმარებოდა მოსახლეობას ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიებაში. პროექტის შემდეგ ფაზაში ბიბლიოთეკარები გადამზადდებიან სოციალური მიმართულებით, რათა გახდნენ არამხოლოდ ინფორმაციის გამცემი სოფლად, არამედ დაეხმარონ მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში და საჭიროების შემთხვევაში შეძლონ მათი სწორ ადგილას გადამისამართება.

 


გარდა კომპიუტერული უნარჩვევებისა და თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების ტრეინინგებისა, ბიბლიოთეკარები გადამზადდებიან თემის მობილიზების ტრენინგით, რომელიც მომზადებულია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამასთან თანამშრომლობით. აღნიშნულ პროგრამას აქვს შემუშავებული ტრეინინგების გეგმა, რომლის მეშვეობითაც ბიბლიოთეკარები გადამზადდებიან როგორც „თემის მობილიზატორები“.

 

კომენტარები: 1
#1   ნიკოლოზ ზარქუა
      
კარტეზიიმ თქვა , რომ დიდი ავტორების მიერ დაწერილ წიგნის კითხვა ესაა , ასე ვთქვათ დიალოგი მადთან , და მართლაც ჩვენ შეგვიძლია შევწვდეთ - ჰერმან მელვილის აზრებს , ან რალფ ემერსონს და ამით დიდ ნაბიჯს ვდგამთ ძლიერი და ჯანმრთელი მომავალი თაობის შესაქმნელად , რაც ვართ ჩვენ დღეს ის იქნება მომავალი თაობა , და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ვიკითხოთ წიგნები , და კარგი წიგნები , შეიძლება მე ვცდებოდე და მითხრან ძუდი წიგნი არ არსებობსო , დავეთანხმებოდი მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ ,
მადლობა გიორგის - კარგი პრეზიდენტი და ვაჟკაცი ქართველია .
15 ნოემბერი 2017 10:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი