დავით უსუფაშვილი: პრემიერ-მინისტრი, რაციონალური და გონიერი ადამიანი, ფიქრობს იმაზე, ეს ასე გააკეთოს თუ ისე გააკეთოს
06-05-2015, 01:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დამტკიცების მიმართულებით პარლამენტში არანაირი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.


უსუფაშვილმა პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა იმ ადამიანების კვალიფიკაციამ, რომლებიც “თურმე სტუდენტებსაც ასწავლიან სახელმწიფო სამართალს და საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას”. მისი თქმით, პირველი საკითხი არის – გვყავს თუ არა მთავრობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “დიახ, ჩვენ გვყავს მთავრობა”.


“საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ მთავრობის შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში ხდება ერთადერთი რამ, რომ მთავრობა მოდის პარლამენტში და ამ ფაქტიდან 2 კვირის განმავლობაში უნდა დაუდასტურდეს ნდობა. ეს ასახავს, მთავრობას აქვს თუ არა პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ისეთივე განწყობა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავრობის განახლება კიდევ უფრო მეტად ასახავს უმრავლესობის განწყობებს და შეიძლება ამ შემადგენლობამ გაცილებით მეტი ხმა მიიღოს ან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს აღარ ასახავს პარლამენტში უმრავლესობის ძალების განწყობებს და ვერ მიიღოს ნდობა. ეს საკითხი აქვს გასარკვევი პრემიერ-მინისტრს, როდესაც ცვლის მინისტრებს. მან იცის, რომ 6 მინისტრს თუ გადაამეტა, პარლამენტში მთელ მთავრობასთან ერთად უნდა მოვიდეს. ასე რომ, პრემიერ-მინისტრი, რაციონალური და გონიერი ადამიანი, რომელიც პარლამენტის ნდობით არის აღჭურვილი ამ პროცესში, ფიქრობს იმაზე, ეს ასე გააკეთოს თუ ისე გააკეთოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი