ომბუდსმენის თქმით, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც ე.წ. ციანიდის საქმეში განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი
16-11-2017, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. ობმუდსმენი წიკლაურს, რომელიც მას მამა გიორგი მამალაძის საქმისადმი მიკერძოებულობაში სდებს ბრალს, პასუხობს, რომ პროკურორის ბრალდებები საქმესთან დაკავშირებული დარღვევების გამართლების მცდელობაა.

 

 

მისი თქმით, პროკურატურას არ აქვს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა საქმესთან დაკავშირებით დასვა.

 

 

„პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი", აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

 

ომბუდსმენმა გუშინ, 15 ნოემბერს ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური და ნანუაშვილის მიმართ გარკვეული ბრალდებები გააჟღერა.

 

 

ომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიშს გუშინ საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, „მე ვიცოდი, რომ უჩა ნანუაშვილი იყო აქამდე სახალხო დამცველი და მოსამართლე როდიდან გახდა ეს არ ვიცი".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი