კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისს მართლა დაეტყოს ჩვენი ხელი
16-11-2017, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორისა და ისნის რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

 


„ჭიჭინაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, განხორციელდა კომუნიკაციების მოწესრიგება და მადლობა მინდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება გზის საფარის დაგებას, ახლა მივიღეთ პირობა, რომ დღესვე დაიწყებენ სამუშაოებს და ორშაბათისთვის დასრულებული იქნება.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს შესაბამისი. ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის დრო. 4 წელი მართლა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ის პროექტები, პრობლემები, რომლებიც ქალაქისთვის აქტუალურია, მოგვარებული იყოს, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისს მართლა დაეტყოს ჩვენი ხელი და ასეთი პროექტები არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, და შესაბამისად, ეს უნდა მოგვარდეს,“ აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას.

 


დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ჭიჭინაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა სრულიად ახალი გზა და ტროტუარი. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდება.

 


თბილისის მერთან ერთად, დღეს მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“-ის დირექტორი ოპერაციული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი.

 


კახა კალაძე დღესვე ქეთევან წამებულის ქუჩაზე 1500 მმ-იანი 400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ახალი კოლექტორი ზედაპირიდან შვიდი მეტრის სიღრმეზე ეწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით, საავტომობილო გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ღამის საათებში აწარმოებს.

 


სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს "ვიაიპი+" აწარმოებს. კოლექტორის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯება.

 

კომენტარები: 1
#1   nana
      
მე მართლაც მჯერა კახის გულწრფელობის.ის ნამდვილად გააკეთებს დედაქალაქისტვის კველაფერს კარგს.ის სუფთა სინდიდის მქონე ადამიანია.წინსვა და წარმატება მინდა ვუსურვო მას და მის საქმიანობას.
16 ნოემბერი 2017 06:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი