გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ერთ საზოგადოებად გაერთიანებული, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები აშენებდნენ და აშენებენ
16-11-2017, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა და ტოლერანტობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსულ -ქართულ ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართველები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი წარსულითა და ისტორიით, რომელსაც მრავალი ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები გვერდიგვერდ, ერთ საზოგადოებაში გაერთიანებულნი ქმნიდნენ.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ტოლერანტობის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ თემს აქვს მრავალი საუკუნეების განმავლობაში და არ არსებობს არცერთი ფაქტი მათი დაჩაგვრის ან, უფლებების დარღვევის.

 


„მე ვესაუბრები მომავალ ლიდერებს, მომავალ თაობას, რომელსაც აქვს სურვილი და მზაობა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნების, ევროპის და მთლიანად ცივილიზაციის მომავალი.

 


ტოლერანტობისა და მიმტევებლობის ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მუშაობს სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. რასაც უნდა აკეთებდეთ, ან უნდა გააკეთოთ, უნდა გვახსოვდეს არა მარტო პოლიტიკური დღისწესრიგის თვალსაზრისით, არამედ სიღრმისეულად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი, უნდა იყოს ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.

 


თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, თუ არ დაიცავთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, იმ ადამიანების თავისუფლებას, რომლებთან ერთად ცხოვრობთ, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.

 


თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ. თქვენი ამოცანა უნდა იყოს დაიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში თანამოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები და ნებისმიერ შანსს, რომელსაც თქვენ გაუშვებთ, ამ თვალსაზრისით, ეს გახლავთ მომენტი, როდესაც თქვენ დაკარგავთ თქვენს ლიდერობას”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

 


ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხით, რა სარგებელი იქნება ევროკავშირისთვის საქარველოს წევრობა, რა შეიძლება ასწავლოს საქართველომ ევროპას, რა არის ევროკავშირისათვის საქართველოში არსებული სოციალურ-ეკნომიკური, პოლიტიკური გამოწვევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი