ზიმბაბვეს შინაპატიმრობაში მყოფი 93 წლის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგომაზე უარს აცხადებს
16-11-2017, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზიმბაბვეს დიდი ხნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მისი მომავლის თაობაზე პირდაპირ მოლაპარკებებს აწარმოებს არმიასთან.

 


ფოტოზე, რომელიც ახლახან გავრცელდა, ჩანს 93 წლის პრეზიდენტი, რომელიც არმიის იმ მეთაურს ხვდება, რომლის გადაწყვეტილებითაც ძალაუფლება სახმედროებმა აიღეს ხელში და რობერტ მუგაბე შინაპატიმრობაში აიყვანეს. შეხვედრაზე ასევე იმყოფება სამხრეთ აფრიკიდან ჰარარეში ჩასული საგანგებო დავალებათა ორი ელჩი. 

 

 

(პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, მარჯვნიდან მეორე და არმიის მეთაური კონსტანტინო ჩივენგა, მარჯვნივ, მუგაბეს სახლში გამართული მოლაპარაკებებისას)

 

 

 

ზიმბამბვეს არმიის მეთაური ორშაბათს, პრეზიდენტ მუგაბეს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, თუკი მმართველ პარტიაში „წმენდას“ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა. 

 


როგორც BBC იუწყება, ოპოზიციის ლიდერი მორგან ჩვანგირაი აცხადებს, რომ მუგაბე უნდა გადადგეს, მაგრამ წყაროები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ამგვარი ნაბიჯის გადადგმის მტკიცე წინააღმდეგია.

 

 

ზიმბაბველები ელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამხედროები მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაზე კონტროლი აიღეს.

 

 

მუგაბესთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არმიამ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგებს რაც შეიძლება მალე მიაწვდის საზოგადოებას. 

 


პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დედაქალაქ ჰარარეში, „საკუთარ სახლში არის დატყვევებული“, მისი ცოლი კი, რომელიც პრეზიდენტის შემცვლელად მოიაზრებოდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნამიბიაშია გაქცეული.

 


სამხედროების ქმედება მუგაბეს მიერ ვიცე-პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას - პრეზიდენტის პოსტზე ასევე ერთ-ერთ მთავარი პრეტენდენტის - გადაყენებას მოჰყვა. ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელიც უცნობია.

 


93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს სათავეში 1980 წლიდან იმყოფება, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. იგი ჯერ პრემიერ მინისტრის პოსტიდან (1980-1987), შემდეგ კი პრეზიდენტის რანგში მართავდა ქვეყანას, მაგრამ ბოლო თვეებში მის ცოლს, გრეის მუგაბესა და დათხოვნილ ვიცე-პრეზიდენტ მნანგაგვას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, თუ ვინ შეცვლიდა რობერტ მუგაბეს მისი პრეზიდენტობიდან წასვლის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მმართველი “ზანუ-PF“-ის პარტია ორად გაყო.

 


ზიმბაბვეს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტენდაი ბიტიმ BBC-ს უთხრა, რომ მას სურს ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა იხილოს.

 


„სასწრაფოდ უნდა მოხდეს დემოკრატიისკენ დაბრუნება. გადაუდებლად უნდა დავუბრუნდეთ კანონიერებას, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, რომ გარდამავალი პერიოდი გვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ახლა შესაძლებელი იქნება დაიწყოს დიალოგი არმიასა და ზიმბაბველებს შორის, არმიასა და რეგიონულ ორგანოებს, მათ შორის, რა თქმა უნდა აფრიკულ კავშირს შორის“, განაცხადა მან.

 


როგორც BBC-ის სამხრეთ აფრიკის კორესპონდენტი ანდრიუ ჰარდინგი წერს, ზიმბაბვეში ფაქტობრივად არავინ არ ზეიმობს და ბევრი რამ რჩება უცნობი, მაგრამ მაღაზიები და ბიზნესები მუშაობენ და ზიმბაბვე წყნარად ეგუება განსაცვიფრებელ ფაქტს, რომ პრეზიდენტი მუგაბე ჯერ კიდევ შინაპატიმრობაში იმყოფება და არავინ არ მოდის მის დასახსნელად, ისინი კი, ვინც ამჟამად ქვეყანაში მდგომარეობას აკონტროლებენ - სამხედროები და სამოქალაქო პირები - ცდილობენ დაარწმუნონ მსოფლიო, რომ სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება სულაც არ მომხდარა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად უნდა აჩვენონ, რომ მუგაბეც მათ გვერდითაა.

 


ამგვარად, განაგრძობს ჰარდინგი, მთავარი და უმნიშვნელოვანესი შეკითხვაა, დაარწმუნებენ თუ ვერა 93 წლის მუგაბეს, გააკეთოს რაიმე სახის განცხადება, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს ლეგიტიმიზაციაში მოაქცევს, და რის სანაცვლოდ შეიძლება მოხდეს ეს? - მისი მშვიდობიანი გადადგომის, მისი ცოლისა და ოჯახის უსაფრთხოების სანაცვლოდ? ზიმბამბვეს დრამა ჯერ კიდევ იშლება.

 


როგორც BBC წერს, ზიმბაბვეში არეულობების შესახებ ინფორმაციები არ გავრცელებულა. ჰარარეს ქუჩებში იმაზე მეტი სიწყნარე შეინიშნება, ვიდრე ეს მანამდე იყო. ბევრმა მიიღო მოცემული მდგომარეობა, რომ პრეზიდენტ მუგაბეს თანამდებობიდან ჩამოცილების პროცესი მიმდინარეობს.

 


ოთხშაბათს, ჯარები და დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები პარლამენტში და სხვა მთავარ სამთავრობო შენობებში შევიდნენ. არმია აკონტროლებს ზიმბაბვეს სამაუწყებლო კორპორაციის შტაბ-ბინებს. სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ არმიის სამიზნე პრეზიდენტ მუგაბეს გარშემო მყოფი „კრიმინალები“ არიან.

 


ნაციონალურ ტელევიზიაში გენერალ-მაიორმა, სიბუსისო მოიომ უარყო, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აქვს ადგილი. „ეს არ არის სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღება მთავრობის ჩასანაცვლებლად“, თქვა მან და დაამატა, რომ მუგაბე და მისი ოჯახი „უსაფრთხოდ არიან და მათი უსაფრთხოება გარანტირებულია“.

 


„როგორც კი ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მისიას, მოველით, რომ მდგომარეობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“, დაამატა გენერალ-მაიორმა.

 


ამგვარი განცხადების მიუხედავად, უმნიშვნელოვანესმა რეგიონულმა ბლოკმა, „აფრიკულმა კავშირმა“ განაცხადა, რომ ძალაუფლების ხელში აღება და პრეზიდენტ მუგაბეს პატიმრობაში ყოლა „სახელმწიფო გადატრიალებად ჩანს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი