რომან გოცირიძე: „მომეცით ექვსი თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი!“
17-11-2017, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე, ლარის გაუფასურებაში ბრალს მთავრობას და ეროვნულ ბანკს სდებს. იგი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდება, ბანკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი 100%-ით, მიუღებელია.

 


„რაც ლარს დამართეს, ამაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი. მთავრობა დაუბალანსებელი ბიუჯეტითა და ბანკებზე ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტის მიცემის ავანტურისტული ინიციატივის გამო, ეროვნული ბანკი კი ასევე „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებისათვის. გუშინწინ მთავრობამ ისევ მისცა ბანკებს 50 მილიონი. დღევანდელ აუქციონზე არც ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხები“, წერს გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და კითხულობს:

 


„სად გაგონილა, ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდებოდეს და ბანკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი ასი პროცენტით?“

 


დეპუტატის აზრით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ „ძალდატანებით და წარუმატებლად დამთავრებულ ლარიზაციას თავისი წვლილი მიუძღვის ამ პროცესში. მან შვა ე. წ. „ერთთვიანი ღია ბაზრის ინსტრუმენტი“ -ეროვნული ბანკის 400 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. იგი ერთჯერადი უნდა ყოფილიყო და გალარების პროგრამის დამთავრებისთანავე უნდა დაბრუნებულიყო. ასე არ მოხდა. გაუტკბათ იაფი ფული ბანკებს. დღემდე ხდება ამ „ინსტრუმენტით“ დაკრედიტება“, აცხადებს გოცირიძე და დასძენს, რომ „წლის ბოლომდე დარჩენილ თვენახევარში ბიუჯეტიდან დასახარჯია ორი მილიარდი ლარი. ესეც ძველი სენია. შეჭამა ქვეყანა ბიუროკრატიამ და უსარგებლო ხარჯებმა“.

 


ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ ვერ დასვა სწორი დიაგნოზი ან შეგნებულად იტყუებოდა. ლარის დევალვაცია მოლოდინებით ახსნა. მასე რომ ყოფილიყო, მისი მოხსნა მარტივად შეიძლებოდა რამდენიმე ინტერვენციით. პრობლემა უფრო ღრმაა“.

 


„თუნდაც ენერგეტიკა ავიღოთ: მზარდი სუბსიდირება, პოპულისტური სატარიფო პოლიტიკა და მთელი დარგის მიყვანა არარენტაბელობის ზღვრამდე. შუქის ფასს ჯერ კიდევ „ძველი“ დევალვაციის გამო გაზრდიან მალე, ლარის ახალ გაუფასურების ზარალს კი ისევ ენერგოკომპანიებს აკიდებენ ან სუბსიდირებას გაზრდიან. აბა როგორ, პრეზიდენტის არჩევნები მოდის“.

 


გოცირიძე ასევე ამბობს, რომ უკვე „საპენსიო ინიციატივებიც სასაცილოდ გამოიყურება“. „ორი თვის შემდეგ რა მოუვა ლარს და ფასებს ეს არ ვიცით და ორმოცი წელი უნდა ვანდოთ ამათნაირებს ფული? იმედი, რომ ასეთები მუდამ არ იქნებიან, კარგი საქონელია.

 


დაკარგა ქვეყნის ეკონომიკამ ის მოქნილობა, რომელიც მისი ლიბერალური მოწყობით ჰქონდა. გაიზარდა სახელმწიფოს ჩარევა, გაჩნდა მრავალი ახალი სახელმწიფო უწყება და რაც მთავარია, ქვეყანას მართავენ დაბალკვალიფიცირებული „ქართუს ბიჭები“ ( აქა-იქ გოგოებიც)“, წერს გოცირიძე და კითხულობს. თუ ლარის როგორი გაცვლის კურსია სამართლიანი? და პასუხსაც თავად სცემს: „იგი ორნაირი უნდა იყოს: ერთი იმათთვის, ვინც გულანთებული მომხრეა ქვეყნის ქართუზაციის, ჯიდიესიზაციის, კორკოტიზაციის და მეორე ყველა დანარჩენისათვის, მცირეოდენი კორექტირებით. ამ მცირე ნაწილს რუსულ რუბლზე დავსვამდი.

 


მომეცით ექვსი თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი!

 


არარეალუსტურია? გეთანხმებით.

 


რეალისტური ისაა, რასაც ვხედავთ“, აცხადებს რომან გოცირიძე. 

 

კომენტარები: 1
#1  ციციკორე
      
შენ მიეცი, თუ კაია...
19 ნოემბერი 2017 06:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი