საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
17-11-2017, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.

 


„ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

 

პრაღის ფორმატით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე, რის შედეგადაც ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში ხელყოფა. ეს სერიოზულ გამოწვევებს უქმნის საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.

 

 

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

 

 

პრაღის შეხვედრის დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა აღინიშნება. ასეთივე ვითარებაა საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მხრივ. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის მილიონს გადააჭარბებს.

 

 

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების პრობლემატიკას. განიხილეს შესაძლებლობა, ნოემბრის ბოლოს, შვეიცარიაში, ჩატარდეს საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც შეთანხმდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დეტალები და, სავარაუდოდ, ხელი მოეწერება შესაბამის კონტრაქტებს შვეიცარულ კომპანია SGS-თან. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების დაწყება.

 


შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი