კახა კალაძე საქალაქო სამსახურების უფროსებს: მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოთ და იყოთ თანამშრომლობისთვის გახსნილი
17-11-2017, 19:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დედაქალაქის ახალი მთავრობა მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან, 20 ნოემბრიდან შეუდგება.

 


„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით ოფიციალურად, ორშაბათს შევუდგებით მუშაობას და თითოეული თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს უახლოეს მომავალში დაინახავს“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერმა დედაქალაქის რაიონების გამგებლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტური მუშაობა მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს უნდა წყვეტდეს.

 


„მინდა მივმართო თბილისის რაიონის გამგებლებს, თქვენ ხართ ის რგოლი, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული, გუნდური მუშაობა იმ კონცეფციის განხორციელების საფუძველია, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს - მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ყველა რაიონი ერთად, გარეუბნები და ცენტრიც“, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 


კახა კალაძემ ასევე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსაც მიმართა და მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

 


„მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს - თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია, მობილური მუშაობის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც საზოგადოებაში არსებობს. საზოგადოების განწყობა თქვენი საქმიანობის ყველაზე ზუსტი შეფასება იქნება.

 

 

მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოთ და იყოთ თანამშრომლობისთვის გახსნილი“, აღნიშნა კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 


დედაქალაქის მერმა პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

 


„ოპოზიციას მოვუწოდებ, იყავით კონსტრუქციული და იფიქრეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი, მთელი საქართველოს დედაქალაქია. მისი მომავალი ჩვენი საზრუნავია და არა პოლიტიკური ქულების დაწერა. ჩვენ ორშაბათიდან მუშაობას და იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო დაგეგმილი“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და თბილისის რაიონების გამგებლები დაამტკიცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი