გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან კოდა-ჭვრინისთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები განიხილა
18-11-2017, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესი, შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოვიო კლაართან შეხვედრისას.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსი/პოლიტიკური მრჩეველი ბიორნ კიუნე, სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩევლები მარტა ფრიმანი და ტომ ტრიერი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

 


პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენელს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი დაძაბულობის წყაროდ რჩება და კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოაქვს.

 


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გამოცდილება ამ სფეროში, ის უკვე არის საქართველოში ნამუშევარი და საქართველოს მეგობარია.

 


„პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებებს. საუბარი შეეხო სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებას და რეგიონალურ გამოწვევებს და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა და მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა", განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

 


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილებოდა კონფლიქტები, საქართველოს ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული ვითარება და, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს, და, კონკრეტულად ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა იმუშაოს ორივე მხარესთან გადაწყვეტილებათა მოძიებისათვის.

 


გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული საუბარი ამ თემაზე და მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ შეხვედრებს მომავალ კვირაში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ პროცესების წინსვლისათვის საჭირო გზებს", განაცხადა ტოვიო კლაარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი