ვლადიმერ პუტინის კორტეჟის სანკტ-პეტერბურგის მარშრუტის გასწვრივ 50 ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ 60-ზე მეტი ცრუ ზარი იქნა მიღებული
18-11-2017, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

60-ზე მეტი ცრუ ზარი იქნა მიღებული შეტყობინებით, რომ 50 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული ვლადიმერ პუტინის კორტეჟის სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალი მარშრუტის გასწვრივ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 


პარასკევს, ვლადიმერ პუტინი პეტერბურგში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო კულტურულ ფორუმში, ასევე, შეხვედრა გამართა კულტურის სფეროს მოღვაწეებთან.

 


„მიღებულ იქნა დაახლოებით 60 ზარი, რომლებიც იტყობინებოდნენ 50-მდე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე იყო განთავსებული, მათ შორის პრეზიდენტის კორტეჟის გასწვრივ და იმ ობიექტების სიახლოვეს, სადაც სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტი პუტინი უნდა მისულიყო“, განაცხადა პესკოვმა, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ასეთ მდგომარეობაში, ხაზი გაუსვა მან და დაამატა, რომ ზარებს სახელმწიფოსმეთაურის გრაფიკისთვის ხელი არ შეუშლია.

 


პესკოვმა თქვა, რომ ნაღმების არსებობის შესახებ ცნობები ასევე საზღვარგარეთიდან შემოდიოდა და დაამატა, რომ სატელეფონო ზარების ავტორები ჯერჯერობით დადგენილი არ არიან, მაგრამ მტკიცე იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან „ამ სატელეფონო ხულიგნების, სატელეფონო ტერორისტების ვინაობა დადგინდება და ისინი სათანადოდო დაისჯებიან“.

 


სატელეფონო ზარების ტალღამ რუსეთი 11 სექტემბრიდან მოიცვა და 75 რეგიონს შეეხო. ორი თვის განმავლობაში, ცრუ სატელეფონო შეტყობინებები ბომბების არსებობის შესახებ 186 ქალაქში განხორციელდა და ამ ხნის განმავლობაში 2 მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის 250 000-ზე მეტის მოსკოვში. არც ერთ შემთხვევაში აფეთქების საფრთხე არ დადასტურებულა. ФСБ-ს შეფასებით, მხოლოდ მოსკოვში, „ნაღმის არსებობის“ გამო გამოწვეულმა ზარალმა 150 მილიონი რუბლი შეადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი