ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის ამისთვის საჭირო, აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ელჩის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში- გაწევრიანებას „ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული" უჭერს მხარს.
მისივე განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა ასევე ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტისას.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა.
განცხადება ამის თაობაზე სტოლტენბერგმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.