აშშ-ის ბირთვული საკითხების მთავარმა ფიგურამ განაცხადა, რომ იგი არ დაემორჩილება ტრამპის „არაკანონიერ“ ბრძანებას, წამოწყებულ იქნეს ბირთვული თავდასხმა
19-11-2017, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ბირთვული საკითხების მთავარმა ფიგურამ განაცხადა, რომ იგი ნებისმიერ „არაკანონიერ“ საპრეზიდენტო ბრძანებას, წამოწყებულ იქნეს ბირთვული თავდასხმა, წინააღმდეგობას გაუწევს.

 


BBC-ის ცნობით, საჰაერო ძალების გენერალმა, ჯონ ჰაიტენმა განაცხადა, რომ მან, როგორც აშშ-ის სტრატეგიული მართვის მეთაურმა, წარუდგინა რჩევა პრეზიდენტს და მოელის, რომ ლეგალური ალტერნატივა გამოიძებნება.

 


მის მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებამდე კი შეერთებული შტატების სენატორები განიხილავდნენ პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს, თუ რამდენად აქვს მას უფლება წამოიწყოს ბირთვული თავდასხმა.

 


ზოგიერთმა სენატორმა გამოხატა წუხილი, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგას და წამოიწყოს ამგვარი თავდასხმა, სხვებმა კი თქვეს, რომ პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება იმოქმედოს კანონმდებლების ჩარევის გარეშე. ამგვარი მოსმენები 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაიმართა.

 


აგვისტოში ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და მახვილით“ დაემუქრა, თუკი ფხენიანი არ შეწყვეტდა აშშ-ის და მისი მოკავშირეებისადმი მუქარას.

 


გასულ თვეს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „რესპუბლიკელმა“ თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ კორკერმა ბრალი დასდო პრეზიდენტს, რომ ამერიკას „მესამე მსოფლიო ომისაკენ მიაქანებდა“.

 


კანადაში, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას გენერალმა ჰაიტენმა განაცხადა: „ჩვენ ამგვარ საკითხებზე ბევრს ვფიქრობთ. როცა შენ გაგაჩნია პასუხისმგებლობა, როგორ არ იფიქრებ ამის შესახებ?

 


„მე მივეცი რჩევა პრეზიდენტს, იგი მეტყვის რა უნდა ვქნათ“, განაცხადა მან.

 



„და თუკი ის არაკანონიერ იქნება, ივარაუდეთ რა მოხდება? მე ვიტყვი: ‘ბატონო პრეზიდენტო, ეს არაკანონიერია’. და წარმოიდგინე რას გააკეთებს ის? ის იტყვის, ‘რა იქნება კანონიერი?’ და ჩვენ შევჯერდებით არჩევანზე, შერეული შესაძლებლობის პასუხის გაცემაზე, რა სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას და ეს არის გზა, რომელიც იმუშავებს.

 

 

„ეს არ არის არც ისე გართულებული“, განაცხადა გენერალმა ჰაიტენმა.

 

 

მან ასევე დაამატა: „თუ შენ აღასრულებ უკანონო ბრძანებას, ციხეში წასვლა მოგიწევს. შენ შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრება ციხეში ყოფნა მოგიწიოს“.

 


პრეზიდენტ ტრამპს გენერლის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი