„ხვალ აქ გამოვა მილიონი ადამიანი და ამათ შეჭამს“ - მიხეილ სააკაშვილი სუს-ს, პოროშენკოსა და ივანიშვილს მისი გარემოცვის წევრების დაპატიმრებაში ადანაშაულებს
19-11-2017, 22:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუსი) ადანაშაულებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინული ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მისი უახლოესი ქართული გარემოცვის კიევში დაპატიმრებასა და უკრაინის დედაქალაქში მისი თანამებრძოლების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატების არშეშვებაში.

 


როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ უკრაინიდან სატელეფონო პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, მას შემდეგ რაც პოროშენკო და ივანიშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე შეთანხმდნენ, მისი „დაჭერისა“ და უკრაინიდან „გაგდების“ ერთადერთი შემაკავებელი ბარიერი არის შიში იმისა, რომ „ხვალ აქ გამოვა მილიონი ადამიანი და ამათ შეჭამს“.

 

 

„მე მაკვირვებს მიამიტი განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო რატომ არ იცავს საქართველოს მოქალაქეებს... დაივიწყეთ, რომ თქვენ გყავთ სახელმწიფო აპარატი, მთავრობა, დაივიწყეთ: თქვენ არაფერი აღარა გყავთ, საქართველოს აღარა ჰყავს პატრონი და აღარა ჰყავს სახელმწიფო აპარატი“, უთხრა „რუსთავი 2“-ს სააკაშვილმა და განაგრძო:

 


„უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვეულებრივი სიტუაციაა - ეს ყველა გვარი გადაცემული არის კიევში თბილისიდან, ეს არის გადაცემული გვარები, სუსიდან, ეს ვიცი, როგორც დანამდვილებით... ისეთი ხალხი ჩამოსვეს თვითმფრინავიდან აეროპორტში, რომელზეც უკრაინულ მხარეს ვერანაირად ვერ ეცოდინებოდა, რომ ისინი არიან ჩემთან კონტაქტში ან ჩემი ძველი ნაცნობები ან ძველი მეგობრები არიან. ის რომ, ოდესმე ჩემთან შეხება ჰქონდათ საქართველოში, ეს იცის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა, უკრაინის სპეცსამსახურებს ეს ინფორმაცია არ აქვთ. ჩავიდა [საქართველოში] ზაფხულში პოროშენკო, მოელაპარაკა ივანიშვილს ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე, მოელაპარაკა იმიტომ, რომ ეშინიათ ჩემი და ეშინიათ იმიტომ, რომ მე და ჩემი გუნდი არ მოვიდეთ უკრაინის ხელისუფლებაში და აქ არის ლაპარაკი უზარმაზარი ქვეყნის ხელისუფლების გადანაწილებაზე, ამიტომ მათ ჩემი ეშინიათ, ერთმანეთში მოილაპარაკეს, შეთანხმდნენ და ამის შედეგად ჩამომართვეს მოქალაქეობა, ამის შემდეგ ერთობლივად მოქმედებდნენ - საზღვრის გადალახვამდე, ერთობლივი განცხადება, ერთობლივი დაშინება, მერე მოიფიქრეს, რომ რახან უკრაინაში ვარ და ვერაფერს მიშვებიან, ეხლა მინიმუმ დისკომფორტი უნდა შემიქნან, რომ ჩემ ქართულ გარემოსთან მაინც არ მქონდეს შეხება, ამიტომ ყველასთან, ვისთანაც შეხება მქონია, სია აქვთ და სიაში არის ისეთი ხალხი, რომელიც 7-8 წელიწადი არ მინახია, ეს არის ერთობლივი ოპერაცია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სუსის. ჩვენი ადამიანების გატაცება არის დაგეგმილი თბილისში და კიევში ერთობლივად, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. ის, რომ მაგალითად, ტომას შავიშვილი რანაირ პრობლემას შეიძლება მათთვის წარმოადგენდეს... კობა ნაყოფია რატომ ჩამოსვეს, უკრაინელებისთვის კობა ნაყოფია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს; კობა ნაყოფია პრობლემას წარმოადგეს ქართული მხარისთვის; ჩვენი დეპუტატები, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის, რა კუთხით ჩამოსვეს, ეს პირდაპირ, ჩვეულებრივი სუსის ოპერაციაა“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა: „ერთადერთი, რატომაც არ მიჭერენ და არ მაგდებენ, მე აქ დიდი მხარდაჭერა მაქვს".

 

 

"რომ არ ჰქონდეთ ამის შიში, რომ ხვალ აქ გამოვა მილიონი ადამიანი და ამათ შეჭამს“, სააკაშვილის თქმით, ისიც იგივე ბედს გაიზიარებდა. 

 

კომენტარები: 3
#3  zvio
      
არარეალისტურია შენი წარმოდგენები მიშიკო. wink
20 ნოემბერი 2017 04:17
#2  მიკა
      
მიშა, ტერორზე შენ ლაპარაკობ? მთელი საქართველო ფეხვეშ გქონდა გაგდებული, ბაირამობდი, სუშის მონავ და ახალ კიდევ რაებს ბოდავ, მილიონი ადამიანი კი არა, 200 კაცი ვერ შეგიკრებია უკრაინაში შე გაქსუებულო მატყუარავ... ვის რაში სჭირდები, გაფარჩაკებული ხარ თავიდან ბოლომდე.
19 ნოემბერი 2017 14:14
#1   მაია
      
შენ ხარ მშიშარა კურდღელი! დაგავიწყდა,გორში რომ ჩაისვარე და ხოხავდი მიწაზე?! ეჰ მიხო,მიხო...ცრუ–ს მარიონეტო შენა! ვერ გეღირსება შენი ჩანაფიქრის ასრულება,რა ტყუილად ხტუნავ!
19 ნოემბერი 2017 13:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი