EBRD-ის შეხვედრისთვის მზადების პროცესი თითქმის დასრულებულია
06-05-2015, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

EBRD-ის შეხვედრისთვის მზადების პროცესი თითქმის დასრულებულია, ბოლო დეტალები სრულდება და კვირისთვის ჩვენ ვიქნებით მზად, რომ ვუმასპინძლოთ 2000–ზე მეტ სტუმარს, ისე როგორც შეგვეფერება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე საორგანიზაციო სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის, პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით.

განახლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადი, ფოიე, სარკეებიანი დარბაზი, კეთილმოეწყო სასახლის ეზო, გაკეთდა სველი წერტილები, ბავშვებისთვის - საცეკვაო დარბაზი, შენობა უზრუნველყოფილია ინტერნეტითა და ახალი ელექტროსისტემით.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები ფაქტობრივად უკვე შესრულებულია, რისთვისაც EBRD-ის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვევიან. საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი