საქართველოს უახლოეს მომავალში ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა - ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
20-11-2017, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა.

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ბელარუსის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მათივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დინამიური გახდა.

 

 

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც, მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კარგ საფუძველს შექმნის.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე, თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილების გაღრმავება.

 

 

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე გამახვილდა. ისაუბრეს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი