ნიკა მელია: პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის არის შეთანხმება, გეგმა და ისინი ამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ
20-11-2017, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების ფაქტს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმებას უკავშირებს.

 


ნიკა მელია ფიქრობს, რომ შეთანხმება და კონკრეტული გეგმა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის არსებობს, მოვლენები კი, კონკრეტული გეგმის მიხედვით ვითარდება.

 

 

„ისევე როგორც უკრაინის მთავრობამ და ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა უკრაინის კონსტიტუცია და უკრაინის კანონმდებლობა და შეურაცხმყოფელი, ადამიანისთვის ღირსების ამყრელი მეთოდებით გაიტაცეს სახლებიდან, საცხოვრებელი ბინებიდან საქართველოს მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში გაურკვეველი მიმართულებით უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, აი, სწორედ ასევე, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა. რასთან გვაქვს საქმე? ვერც უკრაინის ხელისუფლება და ვერც საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ ვერ გათელავდა სახელმწიფო კონსტიტუციებს, რომ არ ყოფილიყო მათ შორის ურთიერთშეთანხმება. ამას ბავშვიც ხვდება, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის არის შეთანხმება, გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ისინი მოქმედებენ", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ნიკა მელიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც აქცია გაიმართა.

 

 

აქციაზე შეკრებილების თქმით, უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების გატაცების და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

 

 

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან გამოაძევეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი