ზაალ უდუმაშვილი: ერთი განცხადებაც არ მოგვისმენია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თუ რას აკეთებს ის საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად
20-11-2017, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქების გამოძევების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

 

 

უდუმაშვილის თქმით, საგარეო უწყების პოზიცია ეჭვს, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებულად მოქმედებენ, ადასტურებს.

 

 

„უკრაინის ხელისუფლება, უფრო სწორედ, პოროშენკოს ხელისფლება ყველანაირი საერთაშორისო სამართლებრივი კანონების დარღვევით, აძევებს საქართველოს მოქალაქეებს ქვვეყნიდან. ჯერ იტაცებს, იპარავს მათ. მათ შესახებ არაფერი არ ვიცით ხოლმე პრაქტიკულად და შემდეგ ასე, დეპორტირებულები ჩამოდიან საქართველოში.

 

 

„ერთი არის, რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ, მეორე არის, რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ის, რასაც მას კონსტიტუცია ავალებს... მთელი ამ დღეების განმავლობაში ერთი განცხადებაც არ მოგვისმენია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თუ რას აკეთებს ის საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. სწორედ ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ ორი ოლიგარქის ხელისუფლება დღეს შეთანხმებული მოქმედებს და სრული თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ საკითხში ამ ორი ხელისუფლების,“ განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილების თქმით, საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ პოლიტიკური გულგრილობა გამოიჩინა. 

 

 

აქციის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უწყებაში ჩააბარეს სპეციალური მიმართვა, რომელშიც მათივე თქმით, ყველა ის დარღვევაა აღნიშნული, როელიც ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაიდინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი