რობერტ მუგაბეს გადადგომისთვის მიცემული დრო ამოიწურა, თუმცა ზიმბაბვეს ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე რჩება
20-11-2017, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზიმბაბვეს მმართველი „ზანუ-PF“-ის პარტია, მას შემდეგ რაც კვირას ლიდერობიდან რობერტ მუგაბე გადააყენა, მორიგი შეკრებისთვის ემზადება, სადაც პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე უნდა იმსჯელოს, რადგან მუგაბეს გადადგომისთვის მიცემული დრო ამოიწურა, თუმცა ზიმბაბვეს საბრძოლოდ განწყობილმა ლიდერმა მისი თანამემამულეები განაცვიფრა იმით, რომ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე რჩება.

 


როგორც BBC იუწყება, „ზანუ-PF“-მა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს იმპიჩმენტს და პროცედურა სამშაბათს დაიწყება, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება.

 

 

ზიმბაბვეს მმართველმა, „ზანუ-PF“-ის პარტიამ რობერტ მუგაბე ლიდერობიდან კვირას გადააყენა და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტობიდან დათხოვნილი ემერსონ მნანგაგვა დანიშნა. პარტიიდან იქნა გაძევებული ასევე პრეზიდენტის ცოლი, გრეის მუგაბე.

 


აღნიშნული გადაწყვეტილება ოთხშაბათს სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღებას და პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს შინაპატიმრობაში აყვანას მოჰყვა.

 

 

მას შემდეგ რაც ოთხშაბათს ძალაუფლება ხელში არმიამ იმის გამო აიღო, რომ მუგაბემ მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან გადააყენა, 93 წლის ლიდერი დიდწლად შინაპატიმრობაში რჩება და საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ზიმბაბვეს ღია უნივერსიტეტში, რომლის კანცლერიცაა, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც მას ტაშით შეეგებნენ.

 

 

 

 

მუგაბემ ზიმბაბვეს ღია უნივერსიტეტში 3 300-ზე მეტ სტუდენტს გადასცა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, მათ შორის იმ გენერლის ცოლსაც, რომელმაც იგი შინაპატიმრობაში აიყვანა.

 


მერი ჩივენგამ MBA-ის დიპლომი მიიღო, როგორც ამას ზიმბაბვეს სამაუწყებლო კორპორაცია იუწყება.

 


მნანგაგვას პოსტიდან დათხოვნა კი პრეზიდენტის ცოლს, გრეის მუგაბეს გზა უხსნიდა მომავალი პრეზიდენტობისკენ იმ შემთხვევისთვის, თუკი მუგაბეს, რომელიც ზიმბაბვეს 1980 წლიდან უდგას სათავეში - ჯერ პრემიერ მინისტრის, 1987 წლიდან კი პრეზიდენტის რანგში - უფლებამოსილების შესრულება შეუწყდებოდა - მისი ნებით, თუ გარდაცვალების შემთხვევაში.

 

 

ზიმბამბვეს არმიის მეთაური ორშაბათს, პრეზიდენტ მუგაბეს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, თუკი მმართველ პარტიაში „წმენდას“ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა. 

 

 

როგორც BBC იუწყება, დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში შაბათს ათიათასობით ზიმბაბველი გამოვიდა და სამხედროების მიერ ძალაუფლების აღებას ზეიმობდა. ისინი დაჟინებით მოუწოდებდნენ მუგაბეს პოსტის დატოვებას.

 


დემონსტრანტებმა მუგაბეს ფოტოები დახიეს და მის ოფისთან და რეზიდენციასთან მარშირება მოაწყვეს.

 

 

BBC-ის კორესპონდენტების თქმით, მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ სიტუაცია „ზანუ-PF“-ის კონტროლის ფარგლებს სცილდება და შესაძლოა, გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყოს, რომელშიც ოპოზიციაც იყოს შეყვანილი.

 


ჯერჯერობით კი, რობერტ მუგაბე, რომელმაც წლების წინათ თქვა, რომ „მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რომ ჩამოაცილოს ძალაუფლებას“, კატეგორიულად უარს აცხადებს გადადგომასა და სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმიზაციაზე.

 


არმია კი ამტკიცებს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება არაა და საერთაშორისო ზეწოლას აქვს ადგილი, გამოყენებული იქნეს საკონსტიტუციო საშუალებები პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად. მოლაპარაკებებში ჩართული პირები, რომლებიც კვირას მუგაბეს საცხოვრებელ რეზიდენციაში კათოლიკური მღვდლის შუამავლობით მართავდნენ მუგაბესთან მოლაპარაკებებს, ზიმბაბვეს კანონდებლობის მიხედვით ეძებენ გზას, როგორმე გადაილახოს კრიზისი.

 


პრეზიდენტ მუგაბეს მოკავშირეთა რიცხვი კი მცირდება. დამოუკიდებლობის ომის ვეტერანებმაც, რომლებიც მის გვერდით იბრძოდნენ ბრიტანული კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ და მოვლენების ამგვარად განვითარებამდე მუგაბეს მხარდამჭერები იყვნენ, ასევე მოუწოდეს მათ ყოფილ ლიდერს, წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მუგაბესთვის მმართველი „ზანუ-PF“-ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც რობერტ მუგაბე პარტიის ლიდერი აღარ არის. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი