გიორგი მარგველაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა მივყვეთ არსებულ კონსტიტუციას
06-05-2015, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი უნდა  გაუქმდეს, რომლითაც მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში ქვეყნის პირველი პირი წარადგენს.


როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა, პრეზიდენტის აღნიშნული უფლება პროცესში პოზიტიურ როლს ასრულებს.


"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა მივყვეთ არსებულ კონსტიტუციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ კონსტიტუციის ყველა პუნქტი მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ რაც არის წესი და კანონი, მას ზედმიწევნით მივყვეთ. თუნდაც ამ ერთი კვირის კონკრეტულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, იმან, რომ მე გამოვიყენე ჩემი უფლება, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა - შეიქმნა შესაძლებლობა, რომ უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც აქამდე თითქოს ცოტა გაუცხოებულები იყვნენ და პოლიტსაბჭოს საიდანაც ძირითადად არ გვესმოდა განცხადებები, ახლა ჩამოყალიბდნენ და ერთ კონსენსუსამდე მივიდნენ. ასე, რომ კონკრეტულად ამ უფლების ამოღებაზე თუ ვისაუბრებთ, პირიქით ვფიქრობ, ეს პოზიტიური იყო და მან დადებითი როლი შეასრულა, ქვეყანში მშვიდ პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დაამატა:

 

 

"როცა მე მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადავდე, არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგი ვარ, ან რომელიმე არ მომწონს, მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი, დემოკრატიული გუნდის შიგნით მიმიდნარე დისკუსიების შედეგად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი