გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილსა და მის ექსტრადიციაზე უკრაინის ხელისუფლებასთან არასოდეს უსაუბრია
20-11-2017, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასოდეს მისაუბრია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან არც სააკაშვილზე და არც მის ექსტრადიციაზე, განუცხადა პოლონეთის პრესის სააგენტოს (PAP) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

შეკითხვაზე, გრძელდება დაპირისპირება კიევში, ხელისუფლებასა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხებს და მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე მისი ყოფნის უფლებას, მას შემდეგ, რაც ამა წლის ივლისში მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ზრდის თუ არა ეს კონფლიქტი სააკაშვილის ექსტრადიციის შანსს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით რასაც მას ქართული მართლმსაჯულება უყენებს, მარგველაშვილი ასე პასუხობს:

 


„ამ საკითხს ბევრი ასპექტი აქვს. სანამ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას დაკარგავდა, ის ამ ქვეყნის ძალზე აქტიური პოლიტიკოსი იყო და დღემდე რჩება უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილედ. მისი მოღვაწეობის ამ ნაწილზე კომენტარი არასოდეს გამიკეთებია. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ სამწუხაროდ, საერთო პრობლემები გვაქვს, რომლებიც ჩვენს მეზობელ რუსეთთან არის დაკავშირებული და არ გვსურს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა. არასოდეს მისაუბრია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან არც სააკაშვილზე და არც მის ექსტრადიციაზე.

 


უკრაინის მოქალაქეობის მიღების მომენტში სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მე პირადად ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. მას, როგორც ადამიანს, რომელიც ორი ვადით იყო საქართველოს პრეზიდენტი, ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს საკუთარი ქვეყნის პატივისცემის საკითხია. სააკაშვილს მოსაგვარებელი აქვს თავისი პრობლემები ქართულ მართლმსაჯულებასთან. მჯერა, რომ ის თავის დროზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები და პასუხს გასცემს ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც ამ საქმეში არსებობს. მიმაჩნია, რომ მან ამა თუ იმ ფორმით ეს უნდა გააკეთოს".

 


გიორგი მარგველაშვილის PAP-თან ინტერვიუს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1  ლუკა
      
შენს საუბარს რა აზრი აქვს ჩემო მარგველ, ბიძო რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება, შენც ხომ მან გაგხადა პრეზიდენტი, თორემ აბა გულზე ხელი დაიდე, ვინ აგირჩევდა ოდესმე პრეზიდენტად. lol
20 ნოემბერი 2017 16:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი